ხელისუფლებამ შანსი არ გამოიყენა, რომ ეს ოკუპანტები გაეცვალა ჩვენს ტყვეებში - დავით ქაცარავა

08 Mar 2021 16:34

დაძაბული ვითარება კონფლიქტის ზონაში და შეიარაღებული ოკუპანტები, რომლებიც გუშინ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და სოფელ ხურვალეთში გადმოვიდნენ, ქართულმა პოლიციამ დააკავა, თუმცა, მალევე გაუშვა.


ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო ოკუპანტები გაეცვალა ქართველ ტყვეებში, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენეს.


გუშინდელი ინციდენტი არის სამარცხვინო, პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლებისთვის, ვინაიდან ოკუპანტების დაჭერის შემდეგ რასაც ჩვენ ყველა მივესალმეთ, სამწუხაროდ მოხდა ფაქტობრივად, ეგრევე გაშვება და გადაცემა საოკუპაციო რეჟიმისთვის. ხელისუფლებამ არ გამოიყენა შანსი იმისათვის, რომ შემდგომში ეს ოკუპანტები გაეცვალა ჩვენს ტყვეებში, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან უკვე წლებია. გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს არამხოლოდ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს, რუსეთზეა პირველ რიგში საუბარი. არამედ უკვე ეფექტური კონტროლი ხორციელდება არაოკუპირებულ ნაწილშიც", - ამბობს დავით ქაცარავა. 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი ამბობენ, რომ საკმაოდ მძიმე ინციდენტი აღკვეთეს და რუსი ჯარისკაცების განეიტრალება მოხდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქის გატაცებას ცდილობდნენ.


მთავარი არხი.





კომენტარები:

ფართი შოპი