გიგი უგულავა - ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს - ამასთანავე, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ საშუალებას, ხელი გაიშვიროს და დიალოგი რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს

08 Mar 2021 17:32


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს.


ამასთან, როგორც გიგი უგულავამ ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას, მოლაპარაკებების პროცესი რაიმე „გამოგონილი მიზეზით“ ჩაშალოს.


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განხმუხტვამდე, უფრო პირიქით.


ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან, რაუნდები - თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.


ამასთანავე, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს“,-განაცხადა გიგი უგულავამ.





კომენტარები:

ფართი შოპი