ირაკლი კაკაბაძე: "ქართული მარში" უნდა გაუქმდეს!

22 Mar 2018 01:59

ირაკლი კაკაბაძე, პუბლიცისტი:


_მე ვფიქრობ რომ ქართული მარში უნდა გაუქმდეს. ეს ორგანიზაცია არ გამოხატავს ჩვენი გაჭირვების მთავარ მიზეზს. იმის მაგივრად რომ დაუპირისპირდეს ამ საშინელ ქონებრივ უთანასწორობას სხვადასხვა ტიპის ფობიეს დასდევს და ამით სიძულვილს აღვივებს. გუშინდელი ფაქტი რუსთავი 2-თან იყო სრულიად მიუღებელი - რაც არ უნდა გვეწყინოს რომელიმე წამყვანის გამონათქვამი, არ შეიძლება ასეთი ძალადობრივი ენის ხმარება. ქრისტიანობის ძალა არაძალადობაშია. ქრისტიანობას ასეთი ძალმომრეობით ვერ დაიცავ. სანდრო ბრეგაძესაც დიდი ხანია ვიცნობ, ლადო სადღობელაშვილსაც - ადამიანურად მინდა რომ ორივე მათგანი გამოვიდეს ამ გაუგებრობიდან და დაიწყოს ნორმალური ცხოვრება. მაგრამ, ასეთ ძალადობას არაფერი კარგის მოტანა არ შეუძლია. ეს სრულიად წარმოაუდგენელია. ქართველი ხალხი - სხვა ხალხებთან ერთად უნდა გაერთიანდეს იმ საშინელი სიღატაკის და გაჭირერვების დასაძლევად, რომელიც ყველას ერთად გვახრჩობს. ჩვენ არანაირი მარში არ გვიშველის. ჩვენ გვიშველის სიყვარული. და თანასწორობა.


კომენტარები:

ფართი შოპი