გურამ გურამიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

09 Mar 2021 01:06


გურამ გურამიშვილი, რომელიც მანამდე სს „საქართველოს რკინიგზაში“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995 - 2021 წლებში საქმიანობდა სს „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.



imedinews.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი