გაჩნდა პატარა კრავაი. ორივენი ვართ კარგად..." - ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა

09 Mar 2021 12:28


"გაჩნდა პატარა კრავაი. ორივენი ვართ კარგად..." - ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა

"მოძ­რა­ო­ბა ხალ­ხის­თვის" ლი­დე­რი ანა დო­ლი­ძე მე­ო­რე შვი­ლის დედა გახ­და. პო­ლი­ტი­კოსს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. ამის შე­სა­ხებ ანა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:


"მე­გობ­რე­ბო, გაჩ­ნდა პა­ტა­რა კრა­ვაჲ. ორი­ვე­ნი ვართ კარ­გად. ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს" - წერს ანა დო­ლი­ძე.


ანამ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ბავ­შვის სქესს სი­ურპრი­ზად ინა­ხავ­დნენ და მან ასე­ვე სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვა, თუ ვინ არის მისი მე­ო­რე შვი­ლის მამა.


"სა­ი­დუმ­ლოდ ვი­ნა­ხავ­დით. "კო­რო­ნას" პირ­ველ­სა და მე­ო­რე ტალ­ღებს შო­რის მო­ვას­წა­რით და ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ. ჩემი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტია. აპო­ლი­ტი­კუ­რია - ეს არის მთა­ვა­რი. ფეხ­მძი­მო­ბა რომ და­მი­დას­ტურ­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. არ ვარ პა­ტა­რა ასა­კის და უფრო მეტი საზ­რუ­ნა­ვი მაქვს, ვიდ­რე ან­დროს და­ბა­დე­ბი­სას მქონ­და. ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტრო­ლი, შაქ­რის კონ­ტრო­ლი, წყლის კონ­ტრო­ლი - ყვე­ლა­ფე­რი საზ­რუ­ნა­ვია.


 ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ ამ პი­რო­ბებ­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ჩა­ვა­ტა­რე და ხალ­ხს ვხვდე­ბო­დი. კი ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი თავს, მაგ­რამ ღმერ­თმაც და­მი­ფა­რა. თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან ვე­ლო­დე­ბით პა­ტა­რას.არ ვი­ცით, სი­ურპრი­ზად ვი­ნა­ხავთ. ან­დრო ფიქ­რობს, რომ ძმა კარ­გია, იმი­ტომ, რომ მას­თან ბევ­რს ითა­მა­შებს. იმა­საც არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შე­იძ­ლე­ბა ბიჭი მისი ნივ­თე­ბით და­ინ­ტე­რეს­დეს, ამი­ტომ იქ­ნებ გო­გოს ძმო­ბა უფრო ად­ვი­ლი იყო­სო - ასე მსჯე­ლობს" - აღ­ნიშ­ნა ანამ.


AMBEBI.GE ულო­ცავს პო­ლი­ტი­კოსს და ბედ­ნი­ერ დე­დო­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბას უსურ­ვებს.






კომენტარები:

ფართი შოპი