გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე, ბიძინა სტურუა განაჩენს დღეს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.
შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას 5 ბრალდებულს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და კიდევ 2 არასრულწლოვანს - ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.
შეგახსენებთ, საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა განაჩენი არ გამოუცხადებია. 2 მარტს, სხდომაზე, მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა.
მთავარი.არხი.