ამერიკულ სერიალში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აჩვენეს

22 Mar 2018 16:25

CBS-ის პოპულარულ სერიალში Madam Secretary, მეოთხე სეზონის მე-14 სერიის ეპიცენტრში აფხაზეთი მოხვდა, თუმცა ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ისე მოიხსენიეს. ამის შენსახებ On.ge წერს.

სერიალის სიუჟეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ისტორიას მოგვითხრობს და ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს.

ერთ-ერთი სერიის სიუჟეტი კეტ სანდოვალის (სარა რამირესი)გარშემო ვითარდება, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ გეებს უსაფრთხო თავშესაფრის მოძებნაში ეხმარება.

სერიაში ნაჩვენებია,თუ როგორი შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება სოხუმში მცხოვრებ ჰომოსექსუალებს და როგორ სისასტიკით ექცევა მათ პოლიცია. 

კონკრეტულ სერიას, რომელსაც Refugee ჰქვია, პირდაპირ ეთერში 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.



კომენტარები:

ფართი შოპი