ტრაქტორი ორმოში ჩავარდნილა და განძი უპოვიაო - ჰერეთში, შესაძლოა, თამარ მეფის საფლავს ეძებდნენ

09 Mar 2021 16:09


ჰერეთში, აზერბაიჯანული მხარის ორ სოფელში, ფარდარლსა და მუღანლიში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს. "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, ეს სოფლები ჩაკეტილია და იქ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.


"მე კახის რაიონში ვცხოვრობ, ამ განძის შესახებ გამიგია, რომ სოფელში კაცი ხნავდა, ... ეს სოფელი აზერბაიჯანული სოფელია, გადაკეტილია და არავის არ უშვებენო", - ამბობს ერთერთი აზერბაიჯანელი "მთავართან" სატელეფონო საუბარში

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ამ სოფლებში არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩენილია 12 ტონამდე ოქრო.


ისტორიკოსები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღმოჩენილი განძი შესაძლოა თამარ მეფის საფლავთან იყოს კავშირში. მათი თქმით, ეს განძი ბრინჯაოს ხანის ყორღანებიდან შეიძლება იყოს.


ადგლობრივები, ქართულ მხარეს, კულტურის სამინისტროსა და საელჩოს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. 




მთავარი არხი.






კომენტარები:

ფართი შოპი