ფეისბუქი არსებობის განმავლობაში პირველად სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა

22 Mar 2018 16:33

მარკ ცუკერბერგი ფეისბუქის მომხმარებლებს ბოდიშის უხდის.

პოპულარული სოციალური ქსელის შემქმნელი აღიარებს, რომ დაშვებული შეცდომის გამო მომხმარებელთა მონაცემები პოლიტიკური კლიენტების სასარგებლოდ იქნა გამოყენებული. 

ცუკერბერგი მომხდარს ნდობის დარღვევად აფასებს და პირობას დებს, რომ ქსელში ცრუ აპლიკაციების წინააღმდეგ სათანადო ზომები გატარდება.

ფეისბუქი არსებობის განმავლობაში პირველად სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ბრიტანულმა საკონსულტაციო ფირმამ მომხმარებლის მონაცემები უკანონოდ მოიპოვა და დონალდ ტრამპის არჩევნებში გასამარჯვებლად გამოიყენა.


კომენტარები:

ფართი შოპი