გიორგი შაქარაშვილის დედა - ვითხოვ 5-ვე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას!

09 Mar 2021 17:53

ვითხოვ სამართლიან განაჩენს და ხუთივეს უმკაცრესად დასჯას, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა.


რამდენიმე წუთში, მოსამართლე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.


სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.


ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.







კომენტარები:

ფართი შოპი