მაია ბითაძე: უფრო მკაფიო ახსნაა საჭირო საზოგადოებისთვის, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით ხდება გადაწყვეტილების მიღება

09 Mar 2021 19:00


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ შეაჯამა გარემოს დაცვითი კუთხით  დასმული საკითხები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე , სადაც დეპუტატები  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოხსენებას ისმენენ: 10135 მოქალაქის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე: „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ მომხსენებელი: საქართველოს


„აქ იყო რამდენიმე კითხვა და კომენტარი პროცედურებთან დაკავშირებით. ერთმანეთისგან უნდა გავყოთ პროცედურული საკითხები, რომელიც საზოგადოების ჩართულობას ეხებოდა და  საკითხები, რომელიც კვლევებს ეხებოდა, რაც მეტი შეშფოთების საგანი შეიძლება იყოს მანამ, სანამ მასზე არ გაქვს ზუსტი ინფორმაცია. 

ასეთი  რამდენიმე საკითხია პროექტთან დაკავშირებით.


პირველი ეს არის პროექტის ცვლილება, 2015 წლის პროექტიდან გამომდინარე. ეს  იყო უფრო შემსუბუქებული ზემოქმედება გარემოზე, თუ ამან დაამძიმა პროექტი. ამაზე მკაფიოდაა პასუხი გასაცემი. მეორე ეს არის სეისმიკა. 

ისმის მოსაზრებები, რომ არის გათვლილი 5 მაგნიტუდაზე და  ჩვენ რაჭა-ლეჩხუმში გვქონდა 7 მაგნიტუდა. იქ მეწყერსაშიში ზონებია.  რა თქმა უნდა, მეც ველი ამაზე მკაფიო პასუხებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, უფრო მკაფიო ახსნაა საჭირო საზოგადოებისთვის, თუ რა მონაცემებს ეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


 

„იქ არის ღვარცოფი, სეისმიკა, მეწყერსაშიში პროცესები, გავლენა წიაღისეულზე, მათ შორის, მიწისქვეშა წყლებზე,  მინერალურ წყლებზე, რომელიც ჩვენი ეკონომიკისთვის ასევე ძალიან ძვირფასია და ხარჯთსარგებლიანობა, ბიომრავალფეროვნება. საჭიროა, მკაფიოდ განისაზღვროს ხარჯთსარგებლიანობა.  

რას ვკარგავთ იმისთვის, რომ მეტი სარგებელი მივიღოთ ენერგეტიკაში და ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის. ამაზე მკაფიო პასუხები უნდა გაეცეს, რომ მითებს აღარ ვეჭიდაოთ, თუმცა ორი საკითხია, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, რასაც ასევე პასუხი უნდა გაეცეს. კერძოდ, რა იყო ის მიზეზები, რის გამოც პრობლემა შეექმნა უკვე აშენებულ რამდენიმე ჰესს, რომელზეც ძალიან კარგი გარემოს ზემოქმედების  შეფასება იყო გაკეთებული.  ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ  გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებს, რომელიც საქართველოში კეთდება, ერთი ხელის მოსმით გადავუსვათ ხაზი და ვთქვათ, რომ  ეს ცუდად არის გაკეთებული და შეურაცხყოფა , მათ შორის, ჩვენს თავს მივაყენოთ, რომ ვართ უუნარო ერი, რომელმაც დოკუმენტების კითხვა არ ვიცით, ან არ გვყავს სპეციალისტები. გვყავს ჩვენ სპეციალისტები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


 

მისი თქმით, საქართველო ასოცირების ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოა და   რამდენიმე მნიშვნელოვანი დირექტივის უკვე ჰარმონიზაციის პროცესშია.“  ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები აქვს დაწყებული უკვე საქართველოს მთავრობას, მათ შორის, რესურსის კვლევებთან დაკავშირებით. 


სტრატეგიული გარემოს  ზემოქმედების შეფასებას როდესაც  ჩვენ დავასრულებთ წყლის რესურსებთან მიმართებით,  ასეთი პრობლემები აღარ გვქნება.   ამიტომ ჯერჯერობით, სადაც სტრატეგიული  ზემოქმედების  შეფასება  არ არის  გაკეთებული   საქართველოში  წყლის რესურსებზე,  თითოეულ ობიექტთან მიმართებით ხდება  ამ კვლევების  ჩატარება, რის თაობაზეც სასურველი იყო, რომ  მეტი ინფორმაცია,   მეტი აქტუალიზაციით გვქონოდა საწყის ეტაპზე, რაც გამორიცხავდა მითებს და გამორიცხავდა იმ შფოთვას, რომელიც ხალხს აქვს. 


მეც მაქვს აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი და მეც ვიცი, რა არის ეს პრობლემა, თუმცა ჩემთვის უფრო მეტად ცნობილია ის დასკვნები და ის კვლევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს ამ მიმართულებით გაკეთებული. ამიტომ მეტი ინფორმაცია, პატივისცემით და იმის გააზრებით, რომ ჩვენ ერთ სახელმწიფოს ვემსახურებით, უნდა მივიღოთ ერთმანეთისგან. ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე დამატებით მკაფიო პასუხები ძალიან წაადგება ჩვენს დღევანდელ შეხვედრას“, -განაცხადა მაია ბითაძემ.

 










კომენტარები:

ფართი შოპი