დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეს

09 Mar 2021 22:34

სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს ეკლესია, კანონიკური სამართლის ფარგლებში და იცით თქვენ, რომ კანონიკური სამართალი ითვალისწინებს ზოგიერთ შემთხვევაში მღვდელმსახურების შეჩერებასაც,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს განვითარებული მოვლენების შესახებ განაცხადა.


მან არ გამორიცხა, რომ მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ იმისდა მიხედვით თუ როგორ განვითარდება პროცესები.


დეკანოზის განცხადებით, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად მოულოდნელი იყო და საბჭოთა პერიოდში ეკლესიების დარბევას ჰგავდა.


„შესაძლებელია სრულიად, გააჩნია როგორ განვითარდება, წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ გუშინ რაც მოხდა, იყო სრულიად მოულოდნელი, გამაოგენებელი პრეცედენტი, ძალით ეკლესიის რეზიდენციაში შეჭრისა და ძალიან გვაგონებს ეს საბჭოური პერიოდის ეკლესიების დარბევას. ამიტომ გუშინდელი ინციდენტიც იყო სრულიად მოულოდნელი და პროგნოზირება მიჭირს ხვალე რა შეიძლება კიდევ გააკეთონ. სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს ეკლესია, კანონიკური სამართლის ფარგლებში და იცით თქვენ, რომ კანონიკური სამართალი ითვალისწინებს ზოგიერთ შემთხვევაში მღვდელმსახურების შეჩერებასაც“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.


ცნობისთვის, 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.



 


კომენტარები:

ფართი შოპი