გორგასლის და აღმაშენებლის შთამომავლებს ნამდვილად არ უნდა გვჭირდებოდეს ასეთი რეცეპტები, თან არიქა, აქსელერაციააო მსოფლიოში, მაგრამ ეტყობა, იმდენად დავაბინძურეთ გარემო, რომ აქსელერაცია კი არა, ნელ-ნელა ვჩიავდებით.
ელექსირი, რომელიც უკრაინაში ცნობილია, როგორც "ტკაჩენკოს" ნარევი, მოზარდმა უნდა მიიღოს თვეში 1-ჯერ. უმჯობესია, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, შემდგომი 6 -თვიანი შესვენებებით.
გოგონებისთვის 21 წლამდე, ბიჭებისთვის 23-წლამდე. 1ს.კ. დაჩეჩქვილ ასკილს ვასხამთ 200 მლ ქაფქაფა მდუღარე წყალს და ვაჩერებთ თბილად დილამდე (ემალირებულ ან მინის ჭურჭელში). დილით გადმოვწურავთ და ვამატებთ : 1 ჭარხლისგან გამონაწური წვენი; 3 სტაფილოს წვენი (გულები გამოაცალეთ სტაფილოს გაწურვამდე); 1 ბროწეულის წვენი 1 ლიმნის წვენი 1 ვაშლის წვენი 200 მლ სუფთა, ნატურალური წითელი ღვინო (ჩვენ საფერავს ვამჯობინებთ) 1 ს. კ ნატურალური თაფლი (თაფლს ხის, ფაიფურის ან პლასტმასის კოვზით ვიღებთ) ხის კოვზითვე მოვურევთ თაფლის გახსნამდე.
ეს ნარევი მთელი დღის განმავლობაში უნდა სვას ბავშვმა ყლუპებით.
მიღების დღიდან მინიმუმ 1 კვირის მანძილზე, უმჯობესია, საღამოს 21 საათზე დაიძინოს მოზარდმა, რადგან ყველაზე უკეთ სომატოტროპინის გამოყოფა სწორედ ძილის დროს 21-დან 24 სთ-მდე შუალედში მიმდინარეობს!
სჯობს, ამ ნარევის მიცემა 11 წლის ასაკის შემდეგ დაიწყოთ. მანამდე გამოიკვეთება რეალური სურათი, სჭირდება თუ არა ბავშვის სიმაღლეს წახმარება....
intermedia.ge
|