ზურა მანჯავიძე: მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ზომბირებულები არიან იმ ავადსახსენებელი არხების მიერ

10 Mar 2021 04:07

როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე და შვილზე მოდის მუქარა, მე როგორც მშობელმა, თუ სახელმწიფო არ დამიდგა გვერდით, მე თვითონ უნდა დავიცვა მაშინ თავი, რასაც არ მოჰყვება კარგი შედეგები, არც იმ ხალხისთვის, არც ჩემთვის და არც - სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ მუსიკოსმა, ზურა მანჯავიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.


მისი თქმით, ეცოდება ის ადამიანები, ვინც დღედაღამ ამ ავადსახსენებელ არხებს და ფაქტობრივად, ზომბირებულები არიან.


„ძალიან რთულია ცხოვრებაში ამ საშინელებასა და სიბინძურესთან შეჯახება. ჩვეულებრივ ადამიანებს ეს პოლიტიკური კიწი-კოწი ამოგვივიდა უკვე ყელში იმ ადამიანებს, ვისაც გვინდა ნორმალური არსებობა, ცხოვრება და გვინდა, რომ წინ გავიხედოთ. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი დავინახოთ. აღარ დამთავრდა ჩვენი დაბულინგება ყველანაირი მეთოდით. მე ის ადამიანები მეცოდება, ვინც დღედაღამ ამ ავადსახსენებელ არხებს და ფაქტობრივად, ზომბირებულები არიან ის ადამიანები. გულით მეცოდებიან, იმიტომ რომ უკვე გამოხედვასა და საუბარზე ეტყობათ იმ ადამიანებს. თხოვნა მაქვს და უფლება მაქვს რომ მოვითხოვო კიდეს, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლაში მე ჩემი წვლილი მაქვს და ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ მოვითხოვო, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენი გასაკეთებელი არ გახდეს და ძალიან ცუდი ფორმები არ მიიღოს ყოველივე ამან. ჩემ შვილსაც რომ დაემართოს იგივე და დააბულინგონ, როდესაც მე სახელმწიფო არ მიდგას უკან, ჩემი მეთოდებით დავიწყებ თავის დაცვას, რაც ვიღაცისთვის არ იქნება სასიამოვნო. როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე და შვილზე მოდის მუქარა, მე როგორც მშობელმა, თუ სახელმწიფო არ დამიდგა გვერდით, მე თვითონ უნდა დავიცვა მაშინ თავი, რასაც არ მოჰყვება კარგი შედეგები, არც იმ ხალხისთვის, არც ჩემთვის და არც - სახელმწიფოსთვის. ამიტომ ვთხოვ ამ ადამიანებს, შექმნან საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გარანტიას მისცემს ნორმალურ ადამიანებს რომ ბულინგსა და შეურაცხყოფაზე და ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა წყდებოდეს.  

საინფორმაციო საშუალება ამბობს აშკარა ტყუილს, დეზინფორმაციას ავრცელებს, რასაც შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყვეს. შევიდეს სასამართლოში საქმე, დაჯარიმდეს ის ტელევიზია ტყუილისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ერთხელ 100 ათასი აშშ დოლარით დაჯარიმდება,  მეორედ 1 მილიონი დოლარი და მერე ის კეთილს ინებებს, ათასჯერ გადაამოწმებს ინფორმაციას აღარ გაავრცელებს ტყუილს და ჩვენც აღარ გაგვიხეთქავს გულს. დაგვანებონ თავი, ნორმალური ცხოვრება გვინდა“, - განაცხადა ზურა მანჯავიძემ.



imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი