თეა წულუკიანი ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელობას შეხვდა

10 Mar 2021 13:21

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

ამჯერად, თეა წულუკიანი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელობას შეხვდა და ანსამბლის წევრთა სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანსამბლს არაერთი პრობლემა აწუხებს, მაგრამ მისი უპირველესი ამოცანა მის ინფრასტრუქტურას უკავშირდება. კერძოდ, ერისიონისათვის გამოყოფილი ფართი კერძო საკუთრებაა, შენობა რესტავრაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებს და ანსამბლის წევრებს შემოქმედებისათვის არ აქვთ ელემენტარული პირობები. 


„ჩვენ დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს და სხვა პრობლემა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გადაიჭრას ანსამბლისათვის, რომელიც  135 წლისაა.“  - განაცხადა თეა წულუკიანმა.






კომენტარები:

ფართი შოპი