დავით სერგეენკო - ჩემი შეხედულებით, ბერა ივანიშვილმა დააფიქსირა, რომ თუ მისი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, ამაზე მომავალშიც გააკეთებს რეაგირებას - არ მგონია, ამაში რამე განსაკუთრებული იყოს

10 Mar 2021 14:15

ჩემი შეხედულებით, ბერა ივანიშვილმა ის დააფიქსირა, რომ თუკი მისი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, ამაზე მომავალშიც გააკეთებს რეაგირებას. ამაში რამე განსაკუთრებული არ მგონია, რომ იყოს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ბერა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განუცხადა.


როგორც დავით სერგეენკო აღნიშნავს, გავრცელებული ჩანაწერები 11 წლის წინანდელია და ეხება მოზარდს და არა საჯარო მოხელეებს.


„მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიით ვრცელდება, რომ ეს შემთხვევა მოხდა 11 წლის წინ, რომელშიც მონაწილეობდა 16 წლის მოზარდი და დანარჩენი ადამიანები არ იყვნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები. რამდენადაც ვიცი, ყველა მათგანმა გააკეთა განმარტება და ვფიქრობ, ამაზე პოლიტიკური შეფასებები და ჩემი შთაბეჭდილებების მოყოლა ზედმეტია. მე ვერ გავაკეთებ დასკვნას, უნდა აღძრულიყო თუ არა საქმე, რადგან არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი. უნდა ვაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს და სპეციალისტებს აკეთონ თავისი საქმე. ზოგადად, არასრულწლოვნის კი არა, სრულწლოვანის საუბრის ჩაწერაც მიუღებელი და ამაზრზენია “,-აღნიშნა სერგეენკომ.


ცნობისთვის, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.


„მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი