არჩილ თალაკვაძე: გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა

11 Mar 2021 01:46

 ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ, 9 წლის ვადით არჩევით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა,  გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას. 


„განათლება, შრომისმოყვარეობა და სამართლიანობა მნიშვნელოვანია“,- წერს არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.





კომენტარები:

ფართი შოპი