ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?

11 Mar 2021 02:22


მამა პეტ­რე კოლ­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც ის წერს, პან­დე­მი­ამ უამ­რა­ვი მღვდე­ლი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე და­ტო­ვა.


"ჰო, პან­დე­მი­ამ და სა­ყო­ველ­თაო და­ძა­ბუ­ლო­ბამ ყვე­ლა და­ა­ზა­რა­ლა. ცხა­დია, მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლას შეხო ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც ზო­გა­დად ახ­ლავს მტკივ­ნე­ულ ცვლი­ლე­ბებს.თით­ქოს გა­მოჩ­ნდა იმე­დი, რომ მოხ­სნან ყვე­ლა აკ­რძალ­ვა და ჩვე­ულ რითმს და­უბ­რუნ­დეს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, მაგ­რამ... მაგ­რამ... ვინ იფიქ­რებს იმ მღვდლებ­ზე, ვინც აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე არის დარ­ჩე­ნი­ლი და ღირ­სე­ბა რომ არა, ნაკ­ლე­ბად არ იწუ­წუ­ნებ­დნენ...


ჰო, იმ ადა­მა­ი­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სხვა და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ არ, აღარ აქვთ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სამ­სა­ხუ­რებ­ში ვერ და­საქმდე­ბი­ან, რად­გან სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი­კა ამას კრძა­ლავს. მარ­ტო ერთი ადა­მი­ა­ნი რომ იყოს, არა­უ­შავს, სა­მად­ლოდ ვი­ღაც ლუკ­მა პურს მი­აწ­ვდი­და... ოჯახს, შვი­ლებს რა უნდა იყონ?! ზოგს (ყვე­ლა ღმერ­თმა ამ­რავ­ლოს) უამ­რა­ვი შვი­ლი ყავს...


ვიცი ფაქ­ტე­ბი, სახ­ლში შეს­ვლას თავს არი­დე­ბენ. ჩა­მოთ­ვლი­ლი ნუს­ხი­დან მე­ო­თხე­დი ვერ შე­აქვთ შვი­ლე­ბის­თვის. მარ­ტო ცი­ლის­ცა­მე­ბა და გან­კი­თხვა რომ შვე­ლო­დეს, მღვდლებ­ზე მდი­და­რი არა­ვინ იქ­ნე­ბო­და. ახლა ძა­ლი­ან "ჭკვი­ა­ნი" და "კომ­პე­ტენ­ტუ­რი" ოპო­ნენ­ტი გა­მოხ­ტე­ბა და იტყვის, სა­პატ­რი­არ­ქოს მი­ლი­ო­ნე­ბი მი­აქვს... არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვის რა მი­აქვს, მაგ­რამ ასეც რომ იყოს, უბ­რა­ლო მღვდლის ჯი­ბე­ზე თეთ­რი არ ჩა­დის... არც ჯვრის­წე­რე­ბი ტარ­დე­ბა, მით უფრო ახლა, მძი­მე მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში... არც ნათ­ლო­ბებ­ზე იკ­ლა­ვენ თავს... ფილ­მი "ლა­ზა­რე" მახ­სენ­დე­ბა... "გშია?! იცეკ­ვე”...


ბა­ტო­ნო, ცეკ­ვა­საც გვიშ­ლი­ან, აქა­ო­და ნახე მხი­ა­რუ­ლობ­სო, თო­რემ ბევ­რი ერის­კა­ცო­ბა­ში ცეკ­ვა­ზეც და­დი­ო­და და მუ­სი­კა­ზეც... მღვდელს რომ რამე შე­ე­შა­ლოს, გა­მოს­დე­ბენ შარა-გზა­ზე, მა­რი­ტა­სა­ვით ქვე­ბით ჩა­ქო­ლა­ვენ. სა­მა­გი­ე­როდ იმას არა­ვინ კი­თხუ­ლობს, რო­გორ უნდა გა­დარ­ჩეს მღვდლის ოჯა­ხი, როცა მში­ე­რი მო­ზარ­დე­ბი ლა­მის ღვთის გმო­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ, იმის გამო, მა­მა­მი­სი იმი­ტომ არის ღა­რი­ბი, რომ მღვდე­ლია, თო­რემ საჭ­მე­ლი ექ­ნე­ბო­დათ... ნურც მო­რა­ლის კი­თხვას და­ი­წყებთ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის შვი­ლებს მეტი სუ­ლი­ე­რე­ბა მარ­თებს... ისა­და, სუ­ლი­ე­რე­ბა რა­დი­ა­ცია არ არის, რომ გავ­რცელ­დეს...

რწმე­ნა ყვე­ლას არ გა­აჩ­ნია, მათ შო­რის არც მას,

ვინც ტა­ძარ­ში 30 ლა­რი­ან სან­თელს აან­თებს და ხატ­თან თავს ამით მო­ი­წო­ნებს, სა­მა­გი­ე­როდ მღვდელს არ მო­ი­კი­თხავს, იქ­ნებ მისი ოჯა­ხი გა­დარ­ჩეს...


ჯერ ფაქ­ტე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ, მერე ამა­საც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ, რამ­დე­ნი მევდლის ოჯახს ენატ­რე­ბა სა­დი­ლი, ვახ­შა­მი... ვი­ღაც ხომ უნდა ზრუ­ნავ­დეს ამ ხალ­ხზე... ნურც იმას მე­ტყვით, მრევ­ლი უნდა ყავ­დეს და შე­მო­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბაო... მრევლს თა­ვად არ გა­აჩ­ნია შე­მო­სა­ვა­ლი, მში­ერ მღვდელს რო­გორ და­ა­პუ­რებს... მარ­ტო ჩემი თავი არ მა­ლა­პა­რა­კებს....


ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა მტკენს გულს და მე­ტიც, გულს ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მტკენს, რომ ამა­ზე არც ახლა და არც მო­მა­ვალ­ში არა­ვინ და­ფიქ­რდე­ბა...არ მჭირ­დე­ბა ცრუ ნუ­გე­ში, ილო­ცე და უფა­ლი გა­მო­გი­ჩენს... ლოც­ვის შე­დე­გია, ზოგს ბიზ­ნე­სე­ბი და შე­მო­სავ­ლე­ბი იმ­დე­ნი აქვს, სიმ­დიდ­რის­გან სევ­და­ში რომ ვარ­დე­ბა?!


მღვდე­ლიც ადა­მი­ა­ნია, ადა­მი­ა­ნი მღვდე­ლია... ადა­მი­ანს შია, მღვდელს შია...თუ ვინ­მეს სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­უბ­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, მზად ვარ, ძა­ლი­ან "ღვთის­ნი­ერ” სა­ხე­ზე ულუკ­მა­პუ­რო ოჯა­ხე­ბის სია ავა­ფა­რო... მერე თა­ვად ილო­ცოს, რომ ეს ამ­დე­ნი დამ­შე­უ­ლი ხალ­ხი და­პურ­დეს!" - წერს პეტ­რე კოლ­ხი.



ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი