ირმა ინაშვილი: რაგბის მიმართულებასაც გადაწვდნენ. "ქართული ოცნება" ზუსტად იმ გზას იმეორებს, რაც 2012 წელს გვჯეროდა, რომ სამუდამოდ დავასრულეთ!

11 Mar 2021 04:44

"რაგბის მიმართულებასაც გადაწვდნენ. "ქართული ოცნება" ზუსტად იმ გზას იმეორებს, რაც 2012 წელს გვჯეროდა, რომ სამუდამოდ დავასრულეთ. არ დასრულდა. ვერ დასრულდა და ამაში სწორედ "ქართულ ოცნებას" ვადანაშაულებ! ის, წინა (ისევ "ქართული ოცნებისაგან" მრავალგზის დაწინაურებული) ბოროტი იყო, მწამებელი, ცუდი, მიუღებელი და ჩემთვის ასეთადაც დარჩა, მაგრამ შენ თვითონ ვინ ხარ და როგორი ხარ? რა სიკეთე მოიტანე ამ 8 წლის მანძილზე? სად დავწინაურდით: მეცნიერებაში, ეკონომიკაში, განათლებაში თუ სად?"- წერს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, 


"დააკვირდით: წინა რეჟიმის ყველაზე მანკიერ გამოცდილებას მარტო პოლიტიკის სფეროში კი არა, უკვე ქართული რაგბის დასამორჩილებლად და გასაკონტროლებლად იყენებენ. ვინ ეკითხება კობახიძეს, ან პარტია "ქართულ ოცნებას" ვინ ეკითხება, ვის აირჩევენ რაგბის კავშირის პრეზიდენტად? ან ისე როგორ დაეცით, რომ გვახსენდება ფეხბურთის ფედერაციაში წლების წინ მიმდინარე პროცესები, არჩეული რომ გაუშვეს და თავისი სასურველი რომ დანიშნეს. დღეს განა იგივე არ გააკეთეთ?!


8 წლის მანძილზე უკეთესს კი არ გვთავაზობთ, უარესს იმეორებთ. ვიმეორებ: ბნელა ყველგან, ყველა მიმართულებით, იქნება სპორტი, განათლება, ხელოვნება, თუ გნებავთ, ეკონომიკა. ნამახვან ჰესზე ისეთი ხელშერულება გააფორმეთ, ბავშვიც კი ხვდება, რომ არც სახელმწიფო ისარგებლებს და არც მოსახლეობა, ამიტომაც იბრძვის ხალხი. ვის ჩუქნით ჩვენს მიწა-წყალს? ან როგორ ჩუქნით მთელი 100 წლით? ამ ხელშეკრულების ირგვლივ გამოძიებაა დასაწყები, რომ ყველაფერს აეხადოს ფარდა! არავითარი კომპრომისი და დათმობა ამ გზაზე არ იქნება! და თუ გგონიათ, რომ ისევე შეგრჩებათ, როგორც წინა რეჟიმის დამნაშავეებს შერჩათ, ცდებით. ისეთი დროც მოვა, როცა არც ერთს აღარ შეგრჩებათ.


ვაზელინობა ზენიტში აიყვანეთ და ვერ ხვდებით, რომ ყველა ხელისუფლებას სწორედ მაამებლობის წახალისება ღუპავდა. ნუ გსიამოვნებთ თქვენი არასწორი, არამართალი საქციელის მოწონება მლიქვნელების მხრიდან. სამარცხვინოა ტელეკომპანია "იმედის" პროპაგანდისტული პათოსი, როცა ყველაფერზე მხოლოდ კვერს გიკრავენ და ყოველგვარ უმსგავსოებას გიწონებენ. თქვენ კი, იფერებთ, ვითომ გეკუთვნით და ვითომ იმსახურებთ ამ ყალბ მოწონებას. არ იმსახურებთ! ქვეყანა ბეწვზე ჰკიდია, ხალხმა მომავლის იმედი დაკარგა. აი, ეს აჩვენა გერმანიაში სამუშაოდ წამსვლელთა ურიცხვმა რაოდენობამ. სუფთა გული და სუფთა გონებით მართული ქვეყანა ჭირდება ხალხს.


სადაც ეს არაა, იქ არც არაფერია და ამ არაფერში ვცხოვრობთ დღეს. ესაა მწარე სიმართლე."- წერს ინაშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი