ხის პალეტები შესაძლოა თქვენი სახლის განუყოფელ ნაწილად იქცეს, რადგან მისგან ბევრი ორიგინალური ავეჯისა და დეკორაციის გააკეთებაა შესაძლებელი.
1
ნაწილი
ყავის მაგიდა პალეტისაგან
პალეტისაგან ყავის მაგიდის აწყობა ძალიან ადვილია. დაგჭირდებათ პალეტები და გორგოლაჭები. ამგვარი მაგიდები არაჩვეულებრივი სათავსოა წიგნებისა და ჟურნალებისთვის.
2
ნაწილი
ყავის მაგიდა მინის ზედაპირით
შეგიძლიათ, ყავის მაგიდა განსხვავებული დიზაინითაც გააკეთოთ. ეს კიდევ უფრო მარტივი გასაკეთებელია და თანაც მეტად თანამედროვეა. დაგჭირდებათ ხის პალეტები (სურვილისამებრ, შეგიძლიათ, შეღებოთ) დაუმაგროთ გორგოლაჭები და ზემოდან მაგიდის ზომის მინა მოარგოთ.
3
ნაწილი
სამზარეულოს მაგიდა პალეტისაგან
სამზარეულოს მაგიდის გასაკეთებლად სულ ცოტა 3 პალეტი და საღებავები დაგჭირდებათ. თანაბარი ზომის ორ პალეტს თავზე ერთი პალეტი გადაადეთ, დაამაგრეთ, შეღებეთ და გემრიელად ისადილეთ.
4
ნაწილი
კატის საწოლი პალეტისაგან
მარტივად ასაწყობი საწოლი თქვენი შინაური ცხოველისათვის. ააწყვეთ მართკუთხა ფორმის საწოლი და შიგნით ფუმფულა ბალიში ჩააფინეთ. სულ ეს არის :)
5
ნაწილი
სავარძელი და მაგიდა
ორადგილიან სავარძელზე რას იტყოდით? თანაც წინ პატარა მაგიდითაც რომ დავამშვენოთ? შეგიძლიათ, დადგათ ბაღში ან შინ სასურველ ოთახში.
6
ნაწილი
წიგნის თაროები პალეტებისგან
დაგჭირდებათ ორი პალეტი. შეღებეთ თეთრად და გააფორმეთ თქვენი ფანტაზიით. შედეგად მიიღებთ ორიგინალურ წიგნების თაროს.
7
ნაწილი
საწოლი პალეტებისაგან
დიახ, პალეტებისაგან საწოლის გაკეთებაცაა შესაძლებელი. მოიმარაგეთ პალეტები და გააკეთეთ სასურველი სიმაღლის, ზომისა და ფერის საწოლი.
8
ნაწილი
ფეხსაცმელების თარო
რას იტყოდით ფეხსაცმელების ასეთ ორიგინალურ სათავსოზე? :)
9
ნაწილი
მწვანე კუთხე
ერთი ან რამდენიმე პალეტის გაერთიანებით და შეღებვით მარტივად გააკეთებთ ყვავილებისათვის ლამაზ თაროებს.
10
ნაწილი
პალეტი ფოტოებისათვის
პალეტს კიდე ერთი კარგი ფუნქცია შეგვიძლია გამოვუძებნოთ და ზედ ფოტოების რამდენიმე გრძელი რიგი დავამაგროთ :)
kulinaria.ge