ირაკლი ღარიბაშვილი - OMV Petrom-ის საქართველოში შემოსვლა იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო

11 Mar 2021 15:40

მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა ნათია თურნავამ, ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან, რომელიც საქართველოში შემოვიდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ავსტრიული კომპანიის ინტერესი, რომ საქართველოში დაიწყოს გაზის ძებნა-ძიების სამუშაოები, მიუთითებს რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა.

 

„მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში. მინდა, კიდევ ერთხელ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც არის OMV Petrom-ი, გამოხატავს სრულ მზაობას, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი