დავით სონღულაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულს გიორგი ჯახუტაშვილს შეხვდა

11 Mar 2021 23:36

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე  დავით სონღულაშვილი  საქართველოში  ყაზახეთის რესპუბლიკის  საპატიო კონსულს, გიორგი ჯახუტაშვილს შეხვდა. 

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას დაეთმო. ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

მხარეებმა შეხვედრისას მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმები და  შესაძლებლობები დასახეს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას  და უზრუნველყოს საქართველოში მეტი ყაზახური და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ინვესტიციების შემოსვლა.

საპატიო კონსულმა  დააანონსა, რომ საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ყაზახი ინვესტორების მოსაზიდად აქვს ინიციატივა, შეიქმნას ქართულ -ყაზახური ეკონომიკური გაერთიანება, რომლის ამოცანა იქნება იმუშაოს საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებებით.







კომენტარები:

ფართი შოპი