გიორგი ვაშაძე - “სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებობანას თამაშს არ აპირებს - თუკი “ქართულ ოცნება“ მაგიდასთან ისევ არადეკვატიური პოზიციით დაჯდება, ეს ნიშნავს, რომ მაგიდის აყირავება უნდათ

12 Mar 2021 01:03

სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებობანას თამაშს არ აპირებს - თუკი “ქართულ ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდასთან ისევ არადეკვატიური პოზიციით დაჯდება, ეს ნიშნავს, რომ მათ მაგიდის აყირავება უნდათ, - ამის თაობაზე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, დღის ნიუსრუმში განაცხადა.


ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ პირადად ის მნიშვნელოვან პროგრესად ჩათვლის, თუკი 16 მარტამდე ნიკა მელია და ნიკა რურუა საპატიმროდან გათავისუფლდებიან.


“საუბარი აღარ არის IRI-სა და უეთოს დასკვნებზე, საუბარია მძაფრი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, არჩევნებისას ყველა ეს ორგანიზაცია შეზღუდული იყო წარმომადგენლობის თვალსაზრისით. კოვიდიდან გამომდინარე, მათ არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამიტომ ბევრ საკითხზე ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს. დღეს ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მკაფიო - არის საკითხები, რაზეც უნდა მოხდეს შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებზე. აღარც კი უნდა განიხილებოდეს ის, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. როცა ევროპარლამენტში გამართულ დებატებს უსმენ, ეს არის მთელი დასავლეთის კონსესუალური პოზიცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი