ტიკარაძე კომენდანტის 22:00 საათამდე გადაწევაზე: ამას მხარს არ დავუჭერდი, ბევრი დავთმეთ

12 Mar 2021 11:46

ამას მხარს არ დავუჭერდი, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა გააკეთეს ძალიან ბევრი დათმობა. ჩვენ ავიღეთ საკმაოდ დიდი რისკი ჩვენს თავზე, როდესაც მხარი დავუჭირეთ საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების ასეთ მყისიერ მოხსნას. ჩვენ დაგვრჩა რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში და მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სხვა ქვეყნებში 19:00 და 20:00 საათზე იწყება შეზღუდვები. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ 21:00 საათი არის ის ოპტიმალური დათმობა, რომელიც გავაკეთეთ თავის დროზე. არ გვაქვს ამის ფუფუნება, გამომდინარე იქედან, რომ დღეს ვხედავთ, რომ უკვე გვაქვს გარკვეული მატება ინფიცირების და ვთვლი, რომ შემდეგი პერიოდის მანძილზეც საკმაოდ შეზღუდულები ვიქნებით ამ ფუფუნებისგან, რომ კიდევ უფრო მეტი დავთმოთ.


ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში დასმულ შეკითხვას - დაუჭერდა თუ არა მხარს გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვის 22:00 საათამდე გადაწევას. 


ფორმულა .





კომენტარები:

ფართი შოპი