უჩა მამაცაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“დატოვა

23 Mar 2018 20:19

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია  „ჯი სი ეფ პარტნიორები“დატოვა.


მამაცაშვილი ექს-პრემიერთან  ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება. ბიზნესსა და პოლიტიკაში  მის გავლენებზე მედია ბევრს საუბრობს. 


კომპანიაში წილის 50%-ის დათმობაზე ოფიციალური ცვლილება უკვე გაფორმდა. ბიძინა ივანიშვილის ფონდის მმართველი კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი  გიორგი ბაჩიაშვილია. 


ეს კომპანია 2013 წელს 24 მაისს დაფუძნდა, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ფონდის შექმნა დაანონსა. თავდაპირველად,  პარტნიორთა შორის იყო ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომელმაც კომპანია 1 წელიწადში დატოვა.


კომპანია მართავს „თანაინვესტირების ფონდს“. ფონდს კი, ტურიზმის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და  სოფლის მეურნეობის სექტორში არაერთი პროექტი აქვს. 


წყარო :gbc.ge


კომენტარები:

ფართი შოპი