Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 26 700 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 343 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.24 %

12 Mar 2021 14:14

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 393  PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 332 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  274 377-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.24 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.72%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 343 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  267 764-მდე.


ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 953, საიდანაც: 1 310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  656, აჭარაში - 134, იმერეთში - 258. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 275 პირი, მათ შორის, თბილისში - 118, აჭარაში - 20, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 4, იმერეთში - 8. 130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 25 - აჭარაში.  1 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 245 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 143, ხოლო აჭარაში - 17.

სულ  6 ოქტომბრიდან - 11 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 601 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 480 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 456 პირი, აჭარაში - 502, იმერეთში - 684.






კომენტარები:

ფართი შოპი