გომის მთაზე ადამიანი გაიყინა, ადგილზე 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს

12 Mar 2021 14:28

გომის მთაზე ადამიანი გაიყინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი.



„შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10- კაციანი სამაშველო ჯგუფი“, - აცხადებენ უწყებაში.


არსებული ინფორმაციით, მძიმედ არის კიდევ ორი ადამიანი.


სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.



ipn.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი