როდიდან გამოიდარებს საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

12 Mar 2021 15:00

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით დღის ბოლომდე შენარჩუნდება. მაღალ მთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.


როგორც imedinews-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ უმეტესად ნალექი შეწყდება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა თოვა კვლავ შენარჩუნდეს.


13, 14 და 15 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება -4 -7 გრადუსამდე, თბილისში კი ნავარაუდევია -3 -5 გრადუსი.

ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და დაახლოებით, 9-14 გრადუსი იქნება.

12-13 მარტს, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 0 +5 გრადუსი იქნება.


16 მარტიდან ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა 17 მარტიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად წვიმის სახით.


imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი