ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და მსგავსი ქცევა შეწყდეს, თუ პროგრესი გვინდა - ბრაიზა

12 Mar 2021 15:16

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და მთავრობამ მსგავსი ტიპის ნაბიჯები უნდა შეწყვიტოს, თუ სურს, რომ ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია მოხდეს. 


ამ თემაზე მან ონლაინ კონფერენცია "სამხერთ კავკასია და დასაველთი" ისაუბრა. ბრაიზამ აღნიშნა, რომ "საქართველოში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ბევრი რამ, არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევასა და დეესკალაციის კუთხით".


"რაც მთავრობამ გააკეთა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შტურმი და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ის უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და ასეთი ქცევა უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოში პროგრესი და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გაგრძელდეს.

ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ, არის ის, რომ გავუგზავნოთ ეს გზავნილი საქართველოს მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოთი კვლავ აღტაცებული ვართ, გვიყვარს ის და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ვფიქრობ, საქართველო ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან ის კომპეტენტურია, თუმცა ეს ჩემი საქმე აღარაა. ეს მესიჯი უნდა გავგზავნოთ", - თქვა მეთიუ ბრაიზამ. 


ის მიესალმება ქვეყანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს და მისი სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლას.


მთავარი არხი.







კომენტარები:

ფართი შოპი