მე და ჩემი შვილი ბაკურიანში ვიყავით საბაგიროზე, როცა გინების კორიანტელი წამოვიდა... ერთი შემთხვევა თუ გახსოვთ, რომ ვინმე შეაწუხეს ჩემი ოჯახის სახელით" - სააკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

12 Mar 2021 20:44

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც მან ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დას­თან და მე­უღ­ლეს­თან შეხ­ვედ­რე­ბი გა­იხ­სე­ნა.


"კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია ამ გა­ურ­კვე­ველ ბოდ­ვა­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე რამ ღირს, რომ ვთქვა: 2011 წელს რომ ჰქო­ნო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი... ეს არის პე­რი­ო­დი, როცა ივა­ნიშ­ვი­ლი, რუსი ოლი­გარ­ქი, "გა­ზპ­რო­მის" მთა­ვა­რი აქ­ცი­ო­ნე­რი გა­მო­ვი­და აქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე, წე­რილს წე­რილ­ზე წერს, გმობს სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ეს 2011 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა სულ და ამ დროს არა­ვინ არ და­ინ­ტე­რეს­და, ვინ ვის აკა­ჩა­ვებს, ვინ ვის მი­უ­ვარ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ წყნა­რად უყუ­რე­ბებს ამ ყვე­ლაფრს და არა­ფერს არ აკე­თებს?! უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, ან ჩვენ ვი­ყა­ვით ეფექ­ტუ­რი და თან ბო­რო­ტე­ბი, რაც, რა თქმა უნდა, არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ კა­ნონს ვი­ცავ­დით ან მე­ო­რეს მხრივ, ვი­ყა­ვით უუ­ნა­რო­ე­ბი და არაფ­რის მაქ­ნი­სე­ბი და ად­ვი­ლად შე­საჭ­მე­ლე­ბი. ასე გა­მო­დის, თუ ჩვენ გვქონ­და ეს და არა­ფე­რი გა­ა­კე­თეს მა­შინ­დელ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა, ესე იგი იყ­ვნენ მთლი­ა­ნად ჩა­მოშ­ლი­ლე­ბი და ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს რომ ასე არ იყო, ხალ­ხსს ახ­სოვს.


არა­ვის არ ვურ­ჩევ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­ნის­ტრებ­თან არე­ვას, რად­გან ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს თვი­თონ ეკ­რძა­ლე­ბო­დათ მი­ნის­ტრებ­თან კო­მუ­კი­ნა­ცია. ეს დე­და­ჩემს არ ეხე­ბა და სან­დრას არ ეხე­ბა, მაგ­რამ იყო ეპი­ზო­დე­ბი, რო­დე­საც სხვა ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ურე­კავ­დნენ მი­ნის­ტრებს და ეს მთავ­რდე­ბო­და მათ­თვის ყო­ველ­თვის ცუ­დად, როცა მერე მე გა­ვი­გებ­დი... ყევ­ლა მი­ნის­ტრი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავ­და... ერთხელ ერ­თმა ნა­თე­სავ­მა მი­თხრა, რომ მი­ნის­ტრებს ვუ­რე­კავ და არ­ცერ­თი არ იღებს ყურ­მილ­სო და მე ვუ­თხა­რი შენ ვინ ხარ, რად­გან ჩემი გვა­რი გაქვს... შენი და­რე­კი­ლი რა­ტომ უნდ აი­ღოს მი­ნიტრმა-მეთ­ქი?! ყვე­ლა მი­ნიტ­რი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია-მეთი, რომ პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის მი­მართ არა მხო­ლოდ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას, არა­მედ არ შე­იძ­ლე­ბა მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვქონ­და შე­ვარ­დნა­ძის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­დე­საც ოჯა­ხი ერე­ო­და ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში და ა.შ. და მე ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და ვინ­მეს ეთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ვარ­დნა­ძის რა­ი­მე პრაქ­ტი­კა გრძელ­დე­ბა...


ერთი წუ­თით წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ჩემს რო­მე­ლი­მე შვილს და­ე­რე­კა ვინ­მეს­თან და რა­ი­მე და­ე­ვა­ლე­ბი­ნა, და ის რომ ჩემს შვილს არ აყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას ეს ასე არ არის, შე­იძ­ლე­ბა არ უნდა ვყვე­ბო­დე, მაგ­რამ რად­გან ამა­ზე და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი... მე და ჩემი შვი­ლი ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვით სა­ბა­გი­რო­ზე, როცა გი­ნე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი წა­მო­ვი­და გვერ­დზე ვი­ღაც ტი­პე­ბი­დან, დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, რომ ხომ არ და­ვე­ლა­პა­რა­კოო და მე ვუ­თხა­რი, რომ არც გა­ბე­დოთ-მეთ­ქი. შე­წუხ­და ჩემი დაც­ვის უფ­რო­სი, ხომ არ და­ვე­ლა­პა­რა­კოო მკი­თხა და ვუ­თხა­რი, რომ ჩემი მყა­რი ინ­სტრუქ­ცია გაქვთ არც გა­ბე­დოთ ოდეს­მე ახ­ლოს მის­ვლა.








კომენტარები:

ფართი შოპი