ვინ არიან ბერა ივანიშვილის სიდედრი და უცნობი ცოლისდა, რომელიც მაღალჩინოსნის რძალია

12 Mar 2021 23:08


ვინ არიან ბერა ივანიშვილის სიდედრი და უცნობი ცოლისდა, რომელიც მაღალჩინოსნის რძალია

დები ანი და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე­ე­ბი, რო­ლებ­საც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორი წლის წინ არ იც­ნობ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­თხოვ­დნენ. ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ცო­ლია და მის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა AMBEBI.GE-ზე.

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი დღეს შვი­ლის აღ­ზრდით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი კა­რან­ტი­ნის დროს მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა­ზე ზრუ­ნავ­და და "ტიკ-ტოკ­ზე" ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებ­და, რა­შიც ჩარ­თუ­ლი იყო ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ნა­ნუ­კაც.

ანი გუ­და­ვა­ძე ნა­ნუ­კა­ზე ადრე გა­თხოვ­და და დის ქორ­წილს ორ­სუ­ლი ეს­წრე­ბო­და. მისი მე­უღ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი ნიკა ფი­ცხე­ლა­უ­რია, მა­მამ­თი­ლი კი რამ­დე­ნი­მე თვის წინ სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.

შენ­გე­ლი ფი­ცხე­ლა­უ­რი მა­ნამ­დე შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მრჩე­ვე­ლი იყო. შენ­გე­ლი ფი­ცხე­ლა­უ­რი ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე, 1976 წლი­დან სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას ის უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან შენ­გე­ლი ფი­ცხე­ლა­უ­რი 2003 წელს გა­უშ­ვეს.

შენ­გე­ლი ფი­ცხე­ლა­უ­რი
ანი გუ­და­ვა­ძე  

კომენტარები:

ფართი შოპი