პოპულარული და და სიძე, სკანდალები კალაძე-არეშიძის ოჯახთან - საინტერესო ფაქტები დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე

13 Mar 2021 00:22


პოპულარული და და სიძე, სკანდალები კალაძე-არეშიძის ოჯახთან - საინტერესო ფაქტები დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე

ირაკ­ლი ზარ­ქუა ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. დე­პუ­ტატ­მა შე­მოდ­გო­მა­ზე თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო და­ტო­ვა, მისი ად­გილ­მო­ნაც­ვლე კი მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას ქმა­რი მიშა მეს­ხი გახ­და. მა­შინ ამ­ბობ­დნენ რომ ოც­ნე­ბის სი­ა­ში ზარ­ქუა კახი კა­ლა­ძის კვო­ტით მოხ­ვდა, რად­გან მისი მე­გობ­რის ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის სიძე გახ­ლდათ.

ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას მე­უღ­ლე მა­რი­ამ თა­ვარ­თქი­ლა­ძე ერთ-ერთი ბან­კის სა­და­ზღვე­ვო გა­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, 7 წლის ნინო და 4 წლის ანას­ტა­სია ჰყავთ.

ირაკ­ლი, სოფო და ნინა ზარ­ქუ­ე­ბი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ ორ მათ­განს იც­ნობს. ნინა ზარ­ქუა სპორ­ტსმენ ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. სწო­რედ მისი და კა­ლა­ძის მე­გობ­რო­ბა აღ­მოჩ­ნდა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­წყე­ბის მი­ზე­ზი.

ნინა ზარ­ქუა რძალ­თან ერ­თად
დები, ნინი და სოფო ზარ­ქუ­ე­ბი

თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, ორი სპორ­ტსმე­ნი ახლო მე­გობ­რე­ბი გახ­ლდნენ, მე­გობ­რობ­დნენ მათი ცო­ლე­ბიც ანუ­კი და ნინა, ორი­ვე ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და შემ­დეგ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი გახ­ლდნენ. ანუ­კი და ნინა ხში­რად შო­პინ­გობ­დნენ ერ­თად უცხო­ეთ­ში, მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, სტუმ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთს და გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

ორი წლის წინ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ანუ­კის ადა ნი­ნას მე­გობ­რო­ბა დას­რულ­და. მას შემ­დეგ ორი­ვემ არა­ერთ მე­დი­ას მის­ცეს ინ­ტერ­ვიუ, მაგ­რამ მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დე­ბენ.

მარ­თა­ლია, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გა­ბუტვის მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ გამ­ხდა­რა, მაგ­რამ ვრცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ ანუ­კი არე­ში­ძემ ნინა ზარ­ქუ­ას ჩექ­მის მო­დე­ლის კო­პი­რე­ბა და­აბ­რა­ლა... ქა­ლე­ბის ჩხუბს კა­ცე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ უმოქ­მე­დია და ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი-კა­ლა­ძე ისევ აგ­რძე­ლე­ბენ მე­გობ­რო­ბას.

პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს ირაკ­ლი ზარ­ქუ­აც. ზა­ფხულ­ში კახი კა­ლა­ძე მე­უღ­ლის გა­რე­შე სტუმ­რობ­და ამი­სუ­ლაშ­ვილს გრან­დი­ო­ზულ და­ბა­დე­ბის დღე­ზე. სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ფეხ­ბურ­თე­ლი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლით. ირაკ­ლი ზარ­ქუა აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს, რომ ხში­რად გა­მოჩ­ნდეს ტე­ლე­ვი­ზი­ით, გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ამომ­რჩევ­ლის­თვის ხან­და­ხან ღი­მი­ლი­მომ­გვრე­ლიც იყო...

ცოტა ხნის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა ნინა ზარ­ქუ­აც, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ქე­ი­ფობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დი­ზა­ი­ნერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მთა­ვა­რი არ­ხის ასეთ "მნიშ­ვნე­ლო­ვან" რე­პორ­ტაჟს. მინ­და გი­თხრათ, რომ მარ­თლაც ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩემი მე­გობ­რის უგემ­რი­ე­ლეს რეს­ტო­რან­ში Dining room- ში და ნამ­დვი­ლად ავღ­ნიშ­ნეთ 8 მარ­ტი, რო­გორც ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს ნა­ყო­ფი­ე­რა­დაც) 9 სა­ათ­ზე ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით სახ­ლებ­ში, (მინ­და გი­თხრათ რომ ყვე­ლა ვცხოვ­რობთ ძა­ლი­ან ახ­ლოს ამ რეს­ტო­რან­თან) რაც შე­ე­ხე­ბა ინ­სტაგ­რამ სთო­რებს რა­მაც თქვენ ძა­ლი­ან აღ­გაშ­ფო­თათ, გა­და­ღე­ბუ­ლია 9 სა­ა­თამ­დე და­დე­ბუ­ლია 9 სა­ა­თის შემ­დეგ)... ასე­ვე მინ­და გი­თხრათ რომ არას­დროს არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია ჩემი ძმის სტა­ტუ­სი რა­მე­ნა­ი­რი ფორ­მით რა­მე­ნა­ირ საქ­მე­ში, პი­რი­ქით იმა­საც გე­ტყვით რომ ძა­ლი­ან ბევ­რმა არც იცის ჩემი ძმა თუ არის ბარ­ტო­ნი ირაკ­ლი ზარ­ქუა, თქვე­ნი წყა­ლო­ბით ბევ­რიც გა­ი­გებს) მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბი­სათ­ვის და ბო­დი­ში რომ ტყუ­ი­ლად გა­ი­ყი­ნეთ 8 მარტს Dining room -ის კა­რებ­თან... პ.ს ალ­ბათ ყვე­ლაფ­რის პო­ლი­ტი­კა­ში გა­რე­ვა არ მო­სუ­ლა?!“ - წერს ზარ­ქუა...

ჟურ­ნალ "ბო­მონდთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინა ზარ­ქუა ოჯახ­სა და ძმა­ზე ყვე­ბო­და:

"უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 90-იან წლებს და­ემ­თხვა. უფ­რო­სი და-ძმა მყავს, მე ნა­ბო­ლა­რა ვარ და ყვე­ლა მა­ნე­ბივ­რებ­და. ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მა­ში­ნაც ვხვდე­ბო­დი. დედა ერი­დე­ბო­და ჩვენს ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბას.

გო­გო­ნე­ბი დამ­ყო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ძმა კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და მთე­ლი ოჯა­ხი სულ მის მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვით. მახ­სოვს, მეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი... ჩემი ძმა მკაც­რი იყო. სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­ღა­მოს შინ დრო­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი…“ - ჰყვე­ბა ნინა ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც ძმის სიმ­კაც­რის მი­უ­ხე­და­ვად ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წინ­და და ახლა სამ შვი­ლი მოზ­რდი­ლი შვი­ლი ჰყავს...




ამბები.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი