ცოტნე გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი:
_ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა "ქართული მარშის" საქციელსა და მისი წევრების შემდგომ ბედ-იღბალზე. მათთან არ მაკავშირებს პრაქტიკულად არავითარი იდეურ-ემოციური ან პოლიტიკური ერთობა, მხოლოდ ძალიან უზოგადესი. თუმც კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ რიტორიკას და ფორმას, რასაც ისინი ზოგჯერ სწორი შინაარსის გადმოსაცემად იყენებენ. ამჯერად არ ვიტყვი არაფერს მასზე, თუ ვინ დგას ამ ორგანიზაციის უკან, სხვადასსხვა ვერსიები არსებობს. დიახ, ვიცნობ რამოდენიმეს მარშის ხელმძღვანელობიდან, ესაა და ეს.
ყველაზე მეტად მიუღებელი ამ სიტუაციაში ჩემთვის დუმილით გაწირვა გახლავთ... საერთოდ, ქართველები ხომ ამის დიდოსტატები ვართ. დიახ, არ ვემხრობი იმ ველურ და ბნელ გამოხტომას, რაც მათ განახორციელეს, მაგრამ ამისთვის 6 ადამიანის 5 წლით ციხეში ჩასმა მეტისმეტი ხომ არ არის?! მით უფრო, რომ მათ რაიმე სერიოზული ფიზიკური ზიანი არავისთვის მიუყენებიათ! ნუთუ გვარიანი ჯარიმა და პირობითი მსჯავრი არ ეყოფოდა ამ საქმეს?
არა მგონია, ამ ყველაფერმა საზოგადოებისათის რაიმე სიკეთე მოიტანოს. არცერთი არაა პროფესიონალი კრიმინალი და რეციდივისტი, რომ მიიმალოს. ამ ადამიანების ასე შეუსაბამოდ სასტიკად დასჯა ლანძღვა-გინებისთვის უფრო გააღრმავებს საზოგადოებაში უთანასწორობისა და უსამართლოს განცდას! ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დაცვას ამოფარებულმა რომ მთავარ ოპოზიციონერს მკვდარი და ცოცხალი აგინა, დაგეჯარიმებინათ ქე მაინც! არც ის მგონია, ამ ადამიანების ციხეში მოხვედრით ან მათ გაუმჯობესებას შევუწყოთ ხელი, ან მომავალში ავიცილოთ თავიდან მსგავსი ინციდენტები, რაც იმავ ზუგდიდისა და თელავის საკრებულოში მოხდა ამას წინათ! რაც შეიძლება დეპუტატისთვის, იმის მეათედისთვის ციხეში უშვებთ ჩვეულებრივ ადამიანს?! ქუნემ ასეთი სასამართლო...
გავიმეორებ: ჩემთვის ყველაზე აუტანელი ადამიანების დუმილით გაწირვაა!
პ.ს. ბოლობოლო, სანდრო ბრეგაძის მიძინებაზე იმდენი ვიცინეთ, ის ნეგატიური მუხტიც გადაიფარა)))