ბატონ ირაკლის დერეფანში შევხვდი... ვნახე ვაკის პარკშიც, წვიმდა და ქოლგით დამეხმარა... მესიამოვნა" - სააკაშვილის დედა მისი შვილისგან განსხვავებულ ტონალობაში საუბრობს

13 Mar 2021 13:27


სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია იხ­სე­ნებს, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ორჯერ ნამდვილად შეხ­ვდა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუს" მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს დე­რე­ფან­ში შეხ­ვდა და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვი­თა და მად­ლო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა.


"ბა­ტონ ირაკ­ლის ერთხელ შევ­ხვდი დე­რე­ფან­ში, ხელი ჩა­მო­ვარ­თვი და მად­ლო­ბა ვუ­თხა­რი. სხვა­თა­ შო­რის, ის მა­შინ იმ­სა­ხუ­რე­ბა ამ მად­ლო­ბას. ეს იყო 2004-2005 წელს. ეს ეხე­ბო­და ჩვენს ფეს­ტი­ვალს. სა­ერ­თოდ, მერე მახ­სოვს ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ჩვენს კონ­ცერ­ტებს ეს­წრე­ბო­და და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლიც იყო ხოლ­მე. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და მე­სი­ა­მოვ­ნა კი­დეც ეს თემა, რომ წა­მო­ტივ­ტივ­და, კარ­გი საქ­მე­ე­ბი გა­მახ­სენ­და, რო­მე­ლიც ერ­თად ვა­კე­თეთ. არა მარ­ტო ბა­ტონ ირაკ­ლის­თან, ამ პრო­ექ­ტში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი... 


ერთხელ მახ­სოვს კი­დევ, ვა­კის პარკში კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბო­და, გაწ­ვიმ­და და ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ქოლ­გით და­მეხ­მა­რა", - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.


ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დამ ასე­ვე გა­იხ­სე­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა.

"ერთხელ შევ­ხვდი ბა­ტონ ბი­ძი­ნას. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რა­ღაც ხდე­ბო­და. შე­ვირ­ბი­ნე ერთი წუ­თით და ვი­ღა­ცამ მი­თხრა, ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლო და ვთხო­ვე, გა­ეც­ნოთ. ჩემი უკა­ნას­კნე­ლი კონ­ტაქ­ტი ფონდთან იყო 2012 წელს" - აღ­ნიშ­ნა "ტვ "პირველის" ეთერში ალა­სა­ნი­ამ.


რეზონანსი






კომენტარები:

ფართი შოპი