დავით ბაქრაძე - შევთანხმდით, რომ კრისტიან დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები გაგრძელდება

13 Mar 2021 15:12

შევთანხმდით, რომ კრისტიან დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ქართულ ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად, გაგრძელდება დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები, - ამის შესახებ„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


როგორც ბაქრაძემაგანცხადა, შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა.


„ ჩვენ, ყველა საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ რა თქმა უნდა, დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხი, ეს არის რიგგარეშე არჩვნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პატიმრების გამოშვება.


მოლაპარაკებები გაგრძელდება, სამწუხაროდ, არ შემიძლია მეტი დეტალები ვთქვა პირველ შეხვედრაზე, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალაც გაგრძელდება მოლაპარაკებები. იქნება შეხვედრები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან. ასევე, შესაძლებელია, შედგეს ერთობლივი შეხვედრაც. ამ შეხვედრების შემდეგ, გამოჩნდება სად ვართ, სად ვდგავართ და რამდენად შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა. ვისაუბრეთ 6- პუნქტიან გეგმაზე, პრეზიდენტ მიშელის გეგმის ყველა პუნქტზე, თუ როგორ ხედავს ოპოზიცია ამ გეგმის შესრულებას, როგორ ხედავს ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას. შევთანხმდით, რომ ამ ხედვით შუამავალი, დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ქართულ ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად გაგრძელდება დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები. მხარეების შეხვედრა, დიდი ალბათობით შედეგება დღეს ან ხვალ, თუმცა, ვერ გეტყვით კონკრეტულ დროს, ესდამოკიდებულია შუამავლებზე“,-აცხადებს ბაქრაძე.


ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დანიელსონმა ინდივიდუალური შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, არასამთავრობიო სექტორთან, მმართველ გუნდსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან.





კომენტარები:

ფართი შოპი