მამუკა ხაზარაძე - კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე კარგი, დემოკრატიული, ევროპული საშუალება ახალი არჩევნებია

13 Mar 2021 15:35

ვფიქრობ, შევთანხმდით, რომ ყველამ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მომავალზე, იმიტომ რომ გამოსავალი არის მომავალში და ეს არ უნდა იყოს აღქმული „ქართული ოცნების“, ან ოპოზიციის მხრიდან, რომ ვიღაცა ვიღაცას უგებს, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


როგორც ხაზარაძემ განმარტა, ქვეყანაში არსებული კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა დაძლიოს.


„შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო, მე მგონი, სრული გაგება არის და რაც ყველაზე მთავარია, ბატონი დანიელსონისგან არის ღრმა ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა, არამარტო წლევანდელ ასპექტში და ბოლო არჩევნებთან მიმართებაში, არამედ, ის ძალიან ღრმად არის გათვიცნობიერებელი ჩვენი ქვეყნის წინა კრიზისებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შევთანხმდით, რომ ყველამ კონცენტრაცია უნდა გავკეთოთ მომავალზე, იმიტომ რომ გამოსავალი არის მომავალში, ეს არ უნდა იყოს აღქმული „ქართული ოცნების“ მხრიდან, ან ოპოზიციის მხრიდან, რომ ვიღაცა ვიღაცას უგებს, აღქმული უნდა იყოს ეს პროცესი ისე, რომ ჩვენ ახალი ფურცელი უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობაში, ქვეყნის მომავალ მშენებლობაში და ეს არის ახლა ჩვენი ყველას ფოკუსი, აქ არ უნდა იყოს დამარცხებული, ან გამარჯვებული. გამარჯვებული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო მიაღწევს გამარჯვებას, თუ ჩვენ მოვახერხებთ გადატვირთვას, ჩვენ მოვახერხებთ კრიზისის ერთიანად, ერთობლივად დაძლევას, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება, თუ პოზიცია და მივალთ იმ წერტილამდე, სადაც ქვეყანა დაიწყებს ნამდვილად ევროპული გზით ცხოვრებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.


კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიოს, ხაზარაძე განმატავს, რომ ამის ფიქრის საფუძველს, მას დღევანდელი შეხვედრა აძლევს.


„სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს, დღევანდელი დიალოგი ამის საფუძველს ნამდვილად მაძლევს, რომ გაგება არის. ჩვენ არ მოგვისმენია რაღაც განსაკუთრებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ სხვა გზით უნდა იაროს. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ისეთ რაღაცეებზე, რაც მიუღებელია ევროპული ყურისთვის, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ რეალობაზე და კრიზისიდან გამოსვლაზე. კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე კარგი, დემოკრატიული, ევროპული საშუალება ახალი არჩევნებია, ეს არის სასამართლო რეფორმა მთლიანად, ეს არის პოლიტპატიმრების და ასევე, პოლიტიზირებული საქმეების ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში დამთავრება“, - განაცხადა ხაზარაძემ.


კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რიგგარეშე არჩვენების გარშე, შეთანხმებას მიაღწიონ, ხაზარაძემ განმარტა, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ჩვენ ამ კრიზისს ვერ დავძლევთ.


„ ეს არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული ჩვენი მხრიდან. ქვეყანა არის გაჩერებული, ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისში, ქვეყანას სჭირდება სრულად პროპორციული არჩვენები, ქვეყანას სჭირდება, კონკრეტული, ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც ძალიან მოკლე დროში, კოალიციური მთავრობის პირობებში გამოიყვანს ამ ქვეყანას კრიზისიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი