ირმა ინაშვილი-კოტე მატიტაშვილს: შენნაირებს თითს კი არა, ენას აჭრიდნენ აფხაზეთის ომში!

24 Mar 2018 01:39

ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი:



_ექიმი ყოფილა, ლიდერი, ტელეწამყვანი და პოლიტექსპერტიც...


ასეთ ბაქი-ბუქა ტიპებს აფხაზეთის ომში ენას აჭრიდნენ.  აფხაზ ადა მარშანიას და მარშანიების ოჯახს რომ აქვს გაკეთებული, ჯერ იმისი ნახევარი ქართული საქმე  გააკეთე,  ექიმი ხარ, ლიდერი ხარ, წამყვანი ხარ თუ ვინც ხარ და მერე მოგვაყენე შეურაცხყოფა. ავიტანთ როგორმე, შენი გაკეთებული ქართული საქმის გამო, მაგრამ... ეჰ... "ფეისბუქში" ღრენაა თქვენი ნამდვილი ხელობა.


ადა მარშანია  ის აფხაზია, რომელსაც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა და არა პირიქით. თქვენ იცით, რომ აფხაზების დიდ ნაწილს ქართველებთან ლაპარაკის სურვილიც არა აქვს?!  ბატონი ექიმი-პოლიტოლოგის მსგავს ხალხს ვეუბნები: ცოდნა თქვენ არ გაქვთ, სახელმწიფოებრივი აზროვნება რა არის, არ გესმით, აყოლილი ხართ ბოკერიას სიგიჟეს და ჩირქს სცხებთ მართლაც სამშობლოსმოყვარულ ადამიანებს.


ზოგჯერ ვფიქრობ:  რა ეშველება თქვენს ხელში ამ ქვეყანას?! ამდენი გონებადაბნელებულის ხელში...  ჰო, მართლა, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ჩვენც გვყავს ოკუპანტები. მაგ. წინა რეჟიმი, რომელმაც რუსეთს  ჩააბარა ჩვენი მიწები, კოდორი და ახალგორი... მაშინ ვერ გიხსენებთ, რომ ხმას იღებდით, არც გორში მინახიხართ 2008 წელს და არც უფრო ადრე- ჭუბერზე. ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ამ საქმის კეთებას. თქვენ კი, ბატონო კოტე, რაც იცით, ის საქმე აკეთეთ და ადა მარშანიას ლანძღვას დაანებეთ თავი. მამაკაცს ეს არ შეშვენის. ასეთი სიმდაბლე.  აფხაზეთის ომში ბევრი თითმოჭრილიც მყავს ნანახი და ბევრი ყურმოჭრილიც. უადგილოა თქვენი მიმართვა მარშანიასადმი. არაკორექტულია. მესმის, რომ დიდად ეს არ გაწუხებთ, მაგრამ ჩემს თვალში პატარა კაცი ხართ. ვიმეორებ: შენნაირებს თითს კი არა,  ენას აჭრიდნენ აფხაზეთის ომში.



ცნობისთვის, მატიტაშვილმა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის "პოსტი" გამოაქვეყნა: 


_რუსეთი ჩვენი მტერია! გაიგეთ, ან დაემონეთ მაგ პ**** და პუტინი კი ჩვეულებრივი ჩვენი მკვლელია! მიდით ახლა  და იცეკვეთ! თფუი! ჩადით და მოელაპარაკეთ, ადაააა სად ხარ ლამაზო? დაიჭერი თითები და ისე ჩადი მოსკოვში, ჩახმახს არ გამოგეკრას უცაბედად.


კომენტარები:

ფართი შოპი