ყავა თუ ჩაი? რომელი უფრო სასარგებლოა? — ექსპერიმენტის შედეგი

13 Mar 2021 19:30

ეს კითხვები, კაცობრიობის ისტორიაში, მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამზარეულოს თაროზე, ერთმანეთს ყავა და ჩაი «შეხვდა». მსგავსი კითხვები შვედეთის მეფეს გუსტავ III (1746-1792 წწ.) გაუჩნდა და გადაწყვიტა, რომ ყავა ორგანიზმისთვის საზიანო იყო და თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად, «სამეცნიერო» ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ამისთვის, მან ორი სიკვდილმისჯილი, ტყუპი ძმა შეიწყალა, იმ პირობით, რომ ყოველდღიურად, სიცოცხლის ბოლომდე, ერთ ძმა დღეში 3 ფინჯან ჩაის დალევდა, ხოლო მეორეს — ყავას.



ექსპერიმენტი კი იმით დასრულდა, რომ ორივე ძმან იმაზე მეტ ხანს იცოცხლა, ვიდრე პროფესორებმა, რომლებიც მეფის ბრძანებით, მათ ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ... და უფრო მეტიც, ექსპერიმენტის შედეგს, ვერც მეფე გუსტავი მოესწრო. მისი შედეგი კი ასეთი იყო:


83 წლის ასაკში, ის ძმა გარდაიცვალა, რომელსაც ჩაის სმა ჰქონდა ნაბრძანები. ასე, რომ, ამ საკითხში, ყავამ გაიმარჯვა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ არომატულ სასმელს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები აქვს და კიდევ — იმ დროს, ევროპაში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 55 წელი იყო. რაც შესაბამისად, შემდეგი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა — ორივე სასმელი ერთნაირად სასარგებლოა!



intermedia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი