"ველოდები, რომ პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ” – ვის მოუწოდებს ფხაკაძე ვაქცინის გაკეთებისკენ

13 Mar 2021 22:12

"ვაქცინის არგაკეთების ნებისმიერი მიზეზი მიუღებელია!" - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში წერს.


ამასთან, ფხაკაძე "ფეისბუქის" საშუალებით გავრცელებულ მიმართვაში დასძენს, რომ პოლიტიკური სპექტრიდან და ასევე, ჯანდაცვის სფეროს წამომადგენლება ვაქცინა პირდაპირი ეთერის საშუალებით უნდა გაიკეთონ.


"ქვეყანაში ეფექტურ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო; ქვეყანაში ჩავარდნილი ვაქცინაციის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო; აჩვენეთ მაგალითი, აჩვენეთ მზაობა, აჩვენეთ, რომ ხალხთან ერთად ხართ;


ველოდები, რომ ხვალ, მაქსიმუმ ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ - პოლიტიკური სპექტრიდან: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ჯანდაცვის სფეროდან: - ჯანდაცვის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძვანელობა.


სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების ხელმძვანელები. ვაქცინის არგაკეთების ნებისმიერი მიზეზი მიუღებელია!!! სიტყვებიდან საქმეზე გადადით!" - წერს გიორგი ფხაკაძე.



რეზონანსი 






კომენტარები:

ფართი შოპი