PHR: სიცრუეა, რომ ცოლმა ბასილაშვილისთვის ტურნირებზე გამოსვლის აკრძალვა მოითხოვა

13 Mar 2021 23:54

PHR: სიცრუეა, რომ ცოლმა ბასილაშვილისთვის ტურნირებზე გამოსვლის აკრძალვა მოითხოვა


ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლის, ნელი დოროყაშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჩოგბურთელის ადვოკატი, ირმა ჭკადუა მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მათ მოითხოვეს, ბასილაშვილს ტურნირებში ასპარეზობის უფლება შეეზღუდოს. 


"ცალსახად ვამბობთ რომ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ და ემსახურება, ერთი მხრივ, ხალხის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას, ხოლო მეორე მხრივ, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ნელი დოროყაშვილის, როგორც დაზარალებულის, დამატებით ფსიქოლოგიურ დათრგუნვას". - აცხადებს PHR. 


ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. 


სასამართლომ მას 100 ათას ლარიანი გირაოც დააკისრა. 


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 


საბოლოოდ საქმის გამოძიება ძალადობის 5 ეპიზოდზე მიმდინარეობს. თავდაპირველად ბრალი ბასილაშვილს ძალადობის მხოლოდ 1 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი. 


პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერია გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ. სასამართლომ შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა. 



formulanews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი