გია დავითიანმა ოთარ ტატიშვილის ყოფილი ცოლი ცოლად მოიყვანა - "თვითონაც გაოგნებული ვარ და ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო"

14 Mar 2021 00:46


ამ წყვილის ქორწინება სრულიად მოულოდნელობა იყო. არც ერთი არ ფიქრობდა მეორედ შეექმნა ოჯახი. 


გიას დავითიანს ყველა იცნობს, ანსამბლ “ალილოს” და “ქუჩის მუსიკოსების” მომღერალია. ათი წლის წინ მძიმე სენით გარდაეცვალა ცოლი. ჰყავს ორი ქალიშვილი. რამდენიმე წლის წინ ფიზიკურად შეიცვალა, კუჭის ოპერაციის შემდეგ 80 კილო დაიკლო.


ეკა არჩვაძეს, ის წარმატებული გინეკოლოგი გახლავთ. არის არაჩვეულებრივი კულინარი და კიდევ უფრო უკეთესი დედა. ეკა ყველასთვის ცნობილი მსახიობის, ექიმისა და ტელეწამყვანის, ოთარ ტატიშვილის ყოფილი ცოლია. ეკას და ოთარს ორი ვაჟი ჰყავთ.


ეკას და გიას ერთმანეთი სექტემბერში გაუცვნიათ. ეკა ამბობს,რომ გიამ ისე ელვის სისწრაფით მოახერხა მისთვის თავბრუსდახვევა და ქორწინებამდე მიყვანა, რომ ამის დაჯერება ახლაც უჭირს. წყვილი 20 იანვრიდან მოყოლებული ერთად ცხოვრობს.


ეკა არჩვაძე: "გია საოცრად ყურადღებიანი, არაჩვეულებრივი ადამიანია. საერთოდ როგორ მოახერხა, რომ მასზე მექორწინა, დღემდე არ ვიცი. მე მეორედ ქორწინებაზე არ მიფიქრია. თვითონაც გაოგნებული ვარ, რანაირად მოახერხა გიამ ეს. არ ამომასუნთქა. ძალიან მალე განვითარდა მოვლენები".


 გია დავითიანი: "61 წლის ვარ. ჩემს ასაკში ამ ნაბიჯის გადადგმა რთულია. ეკას დიდი ოჯახი ჰყავს, მშობლები და წესიერი და ვაჟკაცი ბიჭები. მინდოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით ისე დაგვირგვინებულიყო, როგორც ეს ეკას ოჯახს ეკადრება. გადასარევი მშობლები ჰყავს. მათთვის დიდი მოულოდნელობა იყო ჩვენი გადაწყვეტილება.


ერთ მშვენიერ საღამოს ეკას ვთხოვე ავსულიყავით მცხეთაში, შევსულიყავით სვეტიცხოველში, დაგვენთო სანთლები, შემდეგ შევსულიყავით ღვინის სახლში და გვევახშმა. მე გამზადებული მქონდა ბეჭედი და… ხელი ვთხოვე… ეკას თვალებზე ბედნიერების ცრემლი შევნიშნე…


ჯვრისწერას ზაფხულში ვგეგმავთ. ბევრი მეგობარი გვყავს ორივეს და პანდემია რომ გადაივლის, სუფრით შემდეგ აღვნიშნავთ. შევხედავთ, როგორი მდგომარეობა იქნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ".  


რეზონანსი 





კომენტარები:

ფართი შოპი