ნიკა გვარამია: ხალხს “ოცნების” ბევრად მეტად ეშინია, ვიდრე “ნაცმოძრაობის” ეშინოდა

14 Mar 2021 00:56

ნიკა გვარამია: ხალხს “ოცნების” ბევრად მეტად ეშინია, ვიდრე “ნაცმოძრაობის” ეშინოდა, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა messenger sharing button

whatsapp sharing button

მისი თქმით, ხალხს საქართველოს ისტორიაში ისე არავისი შეშინებია, როგორც “ოცნების” ეშინია.


“არ მინდა არავისზე არ ვთქვა, არც თქვენზე, არც ჩვენზე, არც “ტაბულაზე”… მაგრამ დამიჯერეთ ეს იმუშავებს. ეს იმუშავებს წყაროებზე განსაკუთრებით. სამწუხაროდ ეს ასეა და ამას უწევს წლების განმავლობაში ექსპლუატაციას. ხალხმა მათ უარი უთხრა, 60%-მა და არა 52%-მა, რაც მათ მონაცემებშია. რატომ არის ხალხი დაბეჩავებული და რატომ არ გამოდის. ბევრად მეტად ეშინია “ოცნების”, ვიდრე “ნაცმოძრაობის” ეშინოდა. იქ ხმაურიანი ამბები იყო და იმიტომ იყო, რომ ეშინიათ, თორემ ამათი რომ ეშინიათ, ასე არავის შეშინებიათ საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.






კომენტარები:

ფართი შოპი