რა შესთავაზა ივანიშვილმა სააკაშვილს, ვინ შეაშინა ბერა, რას ითხოვდა ჩუბინიძე 2008 წლის ომის დროს და რა არ უნდა გაეგო რუსეთს? – გიგი უგულავას სკანდალური ინტერვიუ

14 Mar 2021 01:06



გიგი უგულავა, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას “ტვ პირველში” ვრცლად ეხმაურება და იხსენებს ივანიშვილთან კომუნიკაციის დეტალებს:

“ღარიბაშვილი ტყუის, არანაირი შეხება არც მე არც მერიის რომელიმე წარმომადგენელს მასთან 2010-2012 წელბში არც გვქონია და ვერც გვექნებოდა. 2008 წლის მერე “ფონდ ქართუსთან” ურთიერთობა გაწყდა, ისევე როგორც გაწყდა ურთიერთობა ივანიშვილთან.


წვრილმანი აფერისტი სუბარი რომ დაუბრობდა, ასე შეიძლება ადამიანი შეცდომაში შეიყვანო. “ფონდი ქართუ” მონაწილეობდა პროექტებში 2008 წლამდე და კი, მაგ პერიოდში მიშაზე უფრო მიშისტი იყო ივანიშვილიც, აწ გარდაცვლილი დედამისიც, რომელიც 2008 წლის არჩევნებში 5 ნომრიანი შარფით დადიოდა და ეხმარებოდა პარტიას.


ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, რომლისაც ივანიშვილს ეშინოდა, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, 2008 წლის მარტის მერე ჩვენ ურთიერთობა მასთან არ გვქონდა. თავად გამოვიდა შემდეგ კონტაქტზე, როცა ქალაქში საკნები იყო დადგმული. თუ არ ვცდები, ბერა გადაადგილდებოდა შავი მანქანით და სამთავრობო მანქანა ეგონა მაშინდელ ოპოზიციას, ახლა რომ ხელისუფლებაშია, გააჩერეს, შეეშინდა ბერას და ამაზე ჰქონდა ივანიშვილს რეაქცია, გამოვიდა კომუნიკაციაზე. დაახლოებით ასეთი ტექსტი იყო, მიმართავდა სააკაშვილს და სთავაზობდა, ერთად მოვიფიქროთ, ვინ იქნება მომდევნო მმართველიო. მაშინ ეს სერიოზულად არ აღგვიქვია.


2008 წლის ომის დროს იყო კიდევ კომუნიკაცია, ანზორ ჩუბინიძე ითხოვდა ურეკიდან თურქეთისკენ სწრაფ გასასვლელს, გაქცევისთვის მზადყოფნა სჭირდებოდა.


ამის მერე, 2009 წლის მერე, არანაირი კომუნიკაცია მასთან ხელისუფლებიდან არავის ჰქონდა. არც მტრული დამოკიდებულება იყო, არც მოყვრული. ერთადერთი საკომუნიკაციო ფიგურა იყო ბატონი ჩრდილელი, რომელიც “ფონდ ქართუს” პრეზიდენტი იყო.


ღარიბაშვილი ცოცხლად პირველად ვნახე, როცა შს მინისტრი გახდა და გადაბარების პროცესი დაიწყო.


ღარიბაშვილი 2010-11 წლებში, რაღაც ვიცე-პრეზიდნეტი იყო, თუ რაღაცის უფროსი იყო, “ქართუ ფონდის” პრეზიდენტი ჩრდილელი იყო. ღარიბაშვილის ერთადერთი ფუნქცია მაგ წლებში იყო ბერას “სიძელკად” ყოფნა. პროდიუსერი, საქმის “დამკაჩავებელი” და ყველაფერი ეგ იყო.

ღარიბაშვილს მაგ ნაწილში იტყუება, მაგ წლებში არც პრეზიდენტის დედასთან, არც მინისტრებთან მას შეხვედრები არ ჰქონია.


ბოლო ურთიერთობა, რაზეც მქონდა ჩრდილელთან კომუნიკაცია, იყო ბათუმის უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხი, რომელზეც ვერ შევთანხმდით ივანიშვილთან. რამდენიმე თვეში ივანიშვილი უკვე ღია პოლიტიკაში გამოვიდა.


მეტსაც გეტყვით, ღარიბაშვილს ჰქონდა ურთიერთობა მინისტრებთან, მაგრამ ეს იყო 2004-2007 წლებში, მაგალითად, ჰქონდა კომუნიკაცია გოკა გაბაშვილთან, რომელიც ბევრ სასაცილო ამბებს ჰყვება, ოღონდ არ ჰყვება საჯაროდ, რადგან გოგა დელიკატური კაცია. ნიკუშა რურუასთან ურთიერთობა ნაკლებად ჰქონდა, როცა ნიკუშა იყო კულტურის მინისტრი, პრაქტიკულად კომუნიკაცია აღარ იყო და უხერხულია გარდაცვლილი ადამიანის დამოწმება.


მე შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო – მიშა სააკაშვილი ყველთვის სიფრთხილით ეკდებოდა ივანიშვილის საკითხს, არ უნდოდა მისი მტრად მოკიდება, რაციონალიზმის ფარგლებში 5 მილიარდიან ადამიანთან არავის სჭირდება დაპირისპირება, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია გაციებული იყო, არც მტრის და არც მოყვარის დამოკიდებულება გვქონდა. მაშინდელ ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ ჰქონია მასთან კომფროტაციაში შესვლის.


გახსოვთ, ალბათ, და ამ ამბის გადამოწმებაც შესალებელია, სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში გამოვიდოდა, უცბად ქვეყნდება მისი წერილი (არ ვგულისხმობ პოლიტიკაში მოსვლის განცხადებას, მანამდე), სადაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა. მე პირადად მომიწია დეპუტატებთან საუბრები, რათა არ გაეცათ მისთვის პასუხი, რადგან, მაშინ ივანიშვილმა შემოგვითვალა, მე ამას იმიტომ ვაკეთებ, იმიტომ გირტყამთ რომ რუსებმა არ იფიქრონ, რომ მე თქვენი მეგობარი ვარ, სინამდვილეში მე თქვენთან პრეტენზია არა მაქვს, რუსების გამო ვაკეთებ ამასო.


მაშინ მერიაში შემოიტანა პროექტიც, რომელიც მერე მე არ დავამტკიცე. ივანიშვილს ეკუთვნის მშრალი ხიდის მიდამოებში, ფერდი მდინარის პირას, იქ უნდოდა რუსული კულტურის ცენტრის აშენება. ეს ყველაფერი ხდება მანამდე, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა. უნდოდა რუსული კულტურის ცენტრი, რაზედაც ბუნებრივი რეაქცია მქონდა. როდესაც მოვიდა ჩრდილელი და ამაზე დავიწყეთ საუბარი, სრული წინააღმდეგობა მქონდა. ვუთხარი რომ ამას ხელს არ მოვაწერდი.


ჩრიდილელი აპოლიტიკური პიროვნება იყო, მასთან პოლიტიკური საუბარი არასოდეს გვქონია, ივანიშვილი რომ შიზოფრენიკი იყო, ეს მაშინ გამოჩნდა, როცა ეს ადამიანი პირველი წერილში ჩვენ აგენტად გამოაცხადა, ამ ადამიანმა ტკივილის მეტი არაფერი მიიღო, მაშინ მისი შვილი გალახეს სკოლაში ამ ამბის გამო! ბოლო ათი წელია არ მინახავს.


აი, ეს იყო ის ურთიერთობები, რომლებიც გვქონდა. ღარიბაშვილის მოყოლილი არის სრული ბოდვა და მისი მონაყოლიდანაც ჩანს, რომ თუ ამის მეათედიც მართალია, ესე გი იმ წლებში არანაირი მტრული დამოკიდებულება მის მიმართ არ გვქონია. მე ვყვები მშრალ ფაქტებს, არავინ ბერას არ ესხმოდა თავს, მეტიც, ბერა ყოველთვის იყო დაცული.


დავუშვათ, 2010-2011 წლებშია ეს საუბრები შესრულებული. ეს საუბრები შეიცავენ ძალიან მძიმე დანაშაულს. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ მათთან მტრობას ვაპირებდით და ეს გვქონდა განზრახვა ამაზე მეტი ლეგარული საფუძველი დევნის და თუნდაც გაშავების პოლიტიკური ოპონენტის არსებობს? – ეს საუბრები პირდაპირ გულის არევას იწვევს საზოგადოების უდიდეს ნაწილში. რატომ არ დაიწყებოდა გამოძიება? ვინმეს მოერიდებოდა ღარიბაშვილის პერსონის? თუ საქმე არ აღიძრა, მაშინ ხელისუფლების ორგანული ნაწილი ყოფილხარ და ვიღაცამ ხელი დაგაფარა, ათას რამეზე გვედავებოდით მაშინ, მაგრამ თავისი სიმძიმით, სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური სიმძიმით, არც ერთი ყოფილა ისეთი, როგორიც ახლა 2021 წელს ვიხილეთ.


და რა გამოდის, მერაბიშვილი პატრონობდა ივანიშვილს? და მერაბიშვილი თუ პატრონობდა ივანიშვილს, მერე ამ ივანიშვილმა მერაბიშვილი 8 წელი ციხეში გამოალპო? ეს ფაქტები ერთად არ იკერება.

სავარაუდოდ ნაწილი ჩანაწერების არის ძველი, მაგრა დანარჩენი საუბრები უკვე არის შედარებით მომდევნო პერიოდის. ვნახეთ 5 თუ 7 შემთხვევა, როცა ადამიანებმა ამ თემაზე დაიწყეს ლაპარაკი. ის ტკივილი, რომელიც ვიღაცას 2013 წელს, ვიღაცას 2017 წელს მიაყენეს, ამაზე დაიწყეს საუბარი. დღეს სახელმწიფო ამ ადამიანებს ეუბნება, რომ მათ არ დაიცავს, ამიტომ დასდევენ თქვენთან კონვერტებს, მათ არ აინტერესებთ დანაშაულის შინაარსი, აინტერესებთ ვინ გამოიტანა ჩანაწერი. გამოდის, ეს არის ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრების წესი ამ ადამიანებს, ისინი ვინც განსხვავებულად აზროვნებენ და ცუდს იტყვიან ბერაზე – უნდა დაისაჯონ.”


აქვე გეტყვით იმასაც, რომ ყველა ამ ფაქტზე “ალია” თავის დროზე წერდა, თუმცა, მაშინ ამ ფაქტებს, ორივე მხარე უარჰყოფდა და ეს პირველი შემთხვევაა, როცა გიგი უგუალავამ დაადასტურა დეტალები, რომლებსაც წლების წინ ვაშუქებდით.


allia.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი