უცნობი ფაქტები არჩილ ტატუნაშვილის შესახებ

24 Mar 2018 04:20

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ოკუპირებულ ცხინვალშო მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.


"არჩილ ტატუნაშვილზე რაც ამ დღეებში გავიგე სხვადასხვა წყაროდან იმას გეტყვით: ტატუნაშვილი ხშირად გადადიოდა მშობლიურ ახალგორში, იყო ყოფილი სამხედრო და მაგარი გულიანი ბიჭი. ერთადერთი იყო ვინც არ ეპუებოდა ახალგორის სეპარატისტი ოსი გამგებლის ხაჩიროვის მიერ დამყარებულ გამკაცრებულ წესრიგს. რამდენჯერმე შელაპარაკება მოუვიდა ოს მილიციელელებთან და ერთ მილიციელს ცოტა ხნის წინ კარგადაც სცემა. ხაჩიროვმა ტატუნაშვილის დასაკავებლად დაგეგმა ოპერაცია: დანაღმა ქსანზე გადამავალ ხიდი, ახალგორში საგანგებოდ ჩაიყვანა ომონი და მორიგი შესვლის დროს დააკავეს არჩილი ორ თანმხლებ ბიჭთან ერთად. ცხინვალში ტატუნაშვილს ჩაურთეს ვიდეოკამერა და მოსთხოვეს ხიდის დანაღმვის და დივერსიის დაგეგმვის აღიარება. რაზეც პასუხად მიიღეს კატეგორიული უარი და კარგი გემრიელი დედის გინება. ასე გაგრძელდა მთელი დღე და გვიან საღამოს მრავალსაათიანი წამების და სასტიკი ცემის შემდეგ გაუტეხელი ტატუნაშვილი მოკლეს. ეს ისტორია მოგიყევით ზედმეტი ჰეროიზირების გარეშე, მაქსიმილამურად ფაქტებზე დამყარებული.

მადლობა მის მშობლებს ასეთი ლომის გაზრდისთვის !!!", - წერს ელისაშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი