ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირში გამარჯვების შემდეგ შვილს და ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

14 Mar 2021 01:46

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მოგების შემდეგ შვილს და ქართველ გულშემატკივრებს მიმართა.


„ლუკას, მინდა, რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის“,- განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.


დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში დაამარცხა.


პირველი სეტი ბასილაშვილმა მეტოქეს ტაი-ბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა.


შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.





კომენტარები:

ფართი შოპი