სახლში მომზადებული " ბეილისი"

14 Mar 2021 12:29

თუკი გიყვართ ბეილისი, მაგრამ ფასი მიუღებელია თქვენთვის, წაიკითხეთ რეცეპტი და მოამზადეთ თქვენი საყვარელი სასმელი მარტივად.


 

ინგრედიენტები:

შესქელებული რძე 200 გრ

შაქარი 100 გრ

კვერცხის გული 1 ცალი

ხსნადი ყავა 1 სკ

ვანილი 0,5 შეკვრა

არაყი 350 მლ

მომზადება: 

შეურიეთ ერთმანეთს 200 გრ შესქელებული რძე, 100 გრ შაქარი, 1 კვერცხის გული, ვანილი და 1 სკ უნალექო ყავა. მასა ერთგვაროვანი როცა გახდება ნელ-ნელა ჩაამატეთ 350 მლ არაყი, არ შეწყვიტოთ მორევა.

აუცილებელია, ლიქიორი 3 საათი მაინც გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე და მხოლოდ შემდეგ მიირთვათ ან შეინახოთ მაცივარში.


boumonde.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი