გიო საჯაია: ოღონდ საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ და შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, ბენზინი გადაისხან სახეზე და თავები დაიწვან...

24 Mar 2018 16:43

გიო საჯაია, პოეტი:


_აქეთ, ვიღაც მასწავლებელ ქალს ლანძღავენ, მოკლე კაბა აცვია გაკვეთილზეო, თან ქართველიაო და თან ფიზიკას ასწავლისო, ფოტოებსაც დებენ მეტი დამაჯერებლობისთვის და სკოლასაც კი ასახელებენ, არადა ფეიკია და რომელიღაც რუსული საიტიდანაა ფოტო აღებული და ქართველიც რომ იყოს, გასაგიჟებელი ვერაფერი ვნახე ამ ფოტოზე, ლამაზი ფეხების გარდა. იქით, გაბუნია თავისი საცოდავი იუმორით ბიძინას კბენს სადაც სწვდება თუ ქრისტეს ვერ გავიგე, მაგრამ ის კი გავიგე, რომ შეგნებულად აკეთებს ამას, იმ რეაქციის მისაღებად რაც მიიღო და ზის ახლა ბედნიერი და კვდება სიცილით. მერე ვიღაც "მარშელები" დაუჭერიათ თუ გაუციმბირებიათ (ზუსტად არ ვიცი, ტელევიზორს არ ვუყურებ) და ვინც მოკლეკაბიანი მასწავლებლის და გაბუნიას ლანძღვით არაა დაკავებული, ამ მარშელებს სოლიდარობას უცხადებს, არადა, პირადად ვიცნობ ზოგიერთს იმ მარშიდან და თუ ლაშქრიდან, თუ რაც არის და არაფრით ჩამოუვარდებიან გაბუნიას ეპატაჟში და ოღონდ საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ და შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, ბენზინი გადაისხან სახეზე და თავები დაიწვან. დღეს ტაქსით მოვდივარ და ტაქსისტი მიყვება აღელვებული, საინფორმაციოში მოვისმინე, პარლამენტში ქალების რაოდენობის გაზრდაზე იყო ლაპარაკი (ერთხელ ვცადე შესწორება, მაგას გენდერული კვოტა ჰქვია-მეთქი, მაგრამ ისეთი სახე მიიღო, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა) და რა უნდა ქალს პარლამენტში, ეგღა გვაკლია, ქალებმა მართონ ქვეყანაო... ძალიან უნდოდა, მეც ავღელვებულიყავი და იმდენი ქნა, სანამ მართლა არ ამეშალა ნერვები, მანქანა არ გავაჩერებინე და სხვა ტაქსიში არ გადავჯექი. მოკლედ, მორიგი მძიმე კვირის მერე, ვზივარ და ვფიქრობ, მე გ***** საბოლოოდ თუ ეს ქვეყანა? - საკითხავი, აი, ეს არის, უილიამ ჩემო. მშვიდობიან უქმეებს გისურვებ, ნაცრის ქექვით დაღლილო ერო!


კომენტარები:

ფართი შოპი