პატრიარქი შენდობის წესს სამების ტაძარში 18:00 საათზე აღავლენს

14 Mar 2021 17:26

დღეს 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე შენდობის წესს აღავლენს.


როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მამა იოანემ აღნიშნა, შენდობის წესი ტრადიციულად დიდმარხვის წინა დღეს სრულდება.


„5 საათზე დაიწყება მსახურება და 6 საათზე ველოდებით მის უწმინდესობას და იქნება შენდობის წესი. ტრადიციულად დიდმარხვის წინა დღეს, ადრე მონასტრებში შენდობას სთხოვდნენ ხოლმე ერთმანეთს და უდაბნოში სალოცავად მიდიოდნენ, ამ ტრადიციიდან გამომდინარე, მისი უწმინდესობაც ყოველ დიდმარხვის წინა დღეს მობრძანდება და შეასრულებს ამ შენდობის წესს“, - აღნიშნა მამა იოანემ.







კომენტარები:

ფართი შოპი