გიგა ბოკერია - ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის, ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს

14 Mar 2021 18:29

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის - იმედი მაქვს და ჩემი ამოცანაა, ეს პროცესი ახლა, მალე დასრულდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული.


„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის, მუშაობა გრძელდება, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული. ჩვენი ამოცანაა, რაც ყველამ იცის მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. იმედი მაქვს და ჩემი ამოცანაა ეს პროცესი დასრულდეს, ახლა, მალე, რომ ჩვენ შევძლოთ გითხრათ, ამ კრიზისიდან როგორ გამოვდივართ“, - განაცხადა ბოკერიამ.


ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.


შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.




კომენტარები:

ფართი შოპი