გიორგი ხანიშვილი: ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, პურის ფასი არ გაიზარდოს​

14 Mar 2021 19:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებლებს, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასთან და იმპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.


„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მეწარმეებს და მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას, საიდანაც ხორბლის შესყიდვაა შესაძლებელი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, პურზე არსებული ფასი არ გაიზარდოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.



რეზონანსი.





კომენტარები:

ფართი შოპი